24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 328 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.53%

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  871 580-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე 8.13%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 466 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან:


თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269,შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 216  საიდანაც:


6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 602, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 373.


ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი, მათ შორის, თბილისში - 613, აჭარაში - 132, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 36პირი,  მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.

1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 278 - აჭარაში.


37 536 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 1.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296   პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 779 ადამიანი.

 

 





მსგავსი სიახლეები
22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
"კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ"- მაია ბუწაშვილი
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
„ჩახერგილი ხიდი“ თუ ხელისუფლების უუნარობა?! - ვის ეკისრება დევნილთა პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი
21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა
"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფაქტები და მითები "ომიკრონის" შესახებ
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას" - რას გვირჩევს ექიმი აშშ-დან
"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"
"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე
"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
24 საათში ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეიდან, დედაქალაქში ეტაპობრივად ლურჯი მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება
"ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს"- ფინეთის პრემიერ-მინისტრი
24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა