"ჩვენებური ლიბერალებისთვისაც ყველაფერი ფარდობითია" - დავით ზარდიაშვილი

პოსტ-მოდერნული ე.წ. ლიბერალიზმი კლასიკურისგან თავისი "სრულიად გადარეული" რელატივიზმით განსხვავდება; თანამედროვე ლიბერალისთვის ხომ ყველაფერი ფარდობითია, იგი რაიმე აბსოლუტს არ ცნობს, მხოლოდ და მხოლოდ ეს, ფარდობითობის პრინციპია მისთვის შეუვალად აბსოლუტური,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამგვარი „გადარეული რელატივიმი“ აინშტაინის ავტორიტეტს უხმობს და გვიმტკიცებს, პოსტ-მოდერნულ აზროვნებაში ფარდობითობა აინშტაინის თეორიით არის დამკვიდრებულიო; სასაცილოა, რადგან აინშტაინის ფარდობითობა სწორედაც რომ ურყევ აბსოლუტიზმს ეფუძნება და მომდინარეობს იქიდან, რომ ნებისმიერ ათვლის სისტემაში სინათლის სიჩქარე მუდმივია, ერთი და იგივეა და აბსოლუტურია; გაგახსენებთ, სწორედ ეს - სინათლის სიჩქარის მუდმივობა და აბსოლუტურობა, როგორც არაერთგზის ექსპერიმენტულად დადასტურებული უდავო ობიექტური რეალობა, გახლდათ ფიზიკაში ფარდობითობის პრინციპის ურყევობის ფუნდამენტი; 

 

 

სწორედ ასეა თანამედროვე ლიბერალებისთვისაც - სინამდვილეში, მათ რელატივიზმს ყოველთვის მათ მიერვე გამოგონილი აბსოლუტები განაპირობებს, მაგრამ ვინაიდან ეს აბსოლუტები ობიექტურ რეალობას არ ემყარება (როგორც მაგალითად, სინათლის სიჩქარის მუდმივობა), არამედ მათ "ინტერ-სუბიექტურ აღქმებს", კომიკური შეშლილობის სახეს იღებენ ხოლმე; 

 

 

ასე მაგალითად: ჩვენებური ლიბერალებისთვისაც ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ ისე, რომ სააკაშვილია სინათლის სიჩქარესავით კონსტანტა, რადგან იგია თავად სინათლე. თუ ეს სინათლე ჩაქრა, მათი ფარდობითობა მთლიანად ბნელით მოცული გახდება,"- წერს დავით ზარდიაშვილი.





მსგავსი სიახლეები
" არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში" - ცუცქირიძე
"დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კი არა, სსრკ-ის აღორძინების ეშინია"- არნო ხიდირბეგიშვილი
დიპლომატიის ისტორიიდან - ვინ იყო ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა
"პუტინი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის"
"პუტინი "იძულებული" იქნება "საპასუხო" ზომებს მიმართოს, ხოლო აგრესიის დაწყება უკრაინასა და მის მოკავშირეებს მიაწეროს"
"აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი მგონი ის გახდება" - გიორგი კიკნაძე ენტონი ბლინკენის შესახებ
"საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები"- ზაალ ანჯაფარიძე
"3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას – კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი?" - ზურაბ ქადაგიძე
"სანამ ვინმეს შეედრები, უბრალოდ დაფიქრდი შენს სილაჩრეზე"- თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილს
"წალენჯიხაში გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა"
"ქართველი რუსოფობებისთვის ის, რაც ცუდია, ყველაფერი რუსულია" - ალექსანდრე რუსეცკი
იტალიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ
"დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად"- ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას
"1973 წელს, არავინ იცის როგორ, მაგრამ ერევნის ,,არარატი" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში" - გიორგი იაკობაშვილი
"თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?" - ამირან სალუქვაძე მეუფე ნიკოლოზს
"ყოვლად მიუღებელია დევნილებზე ცუდის თქმა, ქართველებო"
"არცერთი ექსპერტი არაფერს გვეუბნება, როგორ დავაზღვიოთ ან ავიცილოთ არმონაწილეობით გამოწვეული რისკები და საფრთხეები"- ზაალ ანჯაფარიძე
"პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს" - გია აბაშიძე
" ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა - დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო"
"საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა"- ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებაზე