"ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი" - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც სააკაშვილი წერს, საქართველოში არსებობს მინიმუმ, 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით.

 

„მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ”, - წერს სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით.





მსგავსი სიახლეები
" არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში" - ცუცქირიძე
"დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კი არა, სსრკ-ის აღორძინების ეშინია"- არნო ხიდირბეგიშვილი
დიპლომატიის ისტორიიდან - ვინ იყო ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა
"პუტინი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის"
"პუტინი "იძულებული" იქნება "საპასუხო" ზომებს მიმართოს, ხოლო აგრესიის დაწყება უკრაინასა და მის მოკავშირეებს მიაწეროს"
"აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი მგონი ის გახდება" - გიორგი კიკნაძე ენტონი ბლინკენის შესახებ
"საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები"- ზაალ ანჯაფარიძე
"3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას – კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი?" - ზურაბ ქადაგიძე
"სანამ ვინმეს შეედრები, უბრალოდ დაფიქრდი შენს სილაჩრეზე"- თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილს
"წალენჯიხაში გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა"
"ქართველი რუსოფობებისთვის ის, რაც ცუდია, ყველაფერი რუსულია" - ალექსანდრე რუსეცკი
იტალიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ
"დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად"- ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას
"1973 წელს, არავინ იცის როგორ, მაგრამ ერევნის ,,არარატი" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში" - გიორგი იაკობაშვილი
"თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?" - ამირან სალუქვაძე მეუფე ნიკოლოზს
"ყოვლად მიუღებელია დევნილებზე ცუდის თქმა, ქართველებო"
"არცერთი ექსპერტი არაფერს გვეუბნება, როგორ დავაზღვიოთ ან ავიცილოთ არმონაწილეობით გამოწვეული რისკები და საფრთხეები"- ზაალ ანჯაფარიძე
"პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს" - გია აბაშიძე
" ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა - დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო"
"საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა"- ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებაზე