ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი

ერაყის უკანასკნელი მამლუქი მბრძანებელი დაუდ ფაშა, იგივე დავით მანველიშვილი 1851 წელს გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს, მედინაში.


ბავშვი იყო, ტყვეებით მოვაჭრეებმა რომ გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან მოხვდა, რომელმაც დაუდად ქცეული დავითი მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. მერე, ბედის განგებით, საფაშოს ბეჭდის მცველიც იყო, ხაზინადარიც, დავთარდარიც, ერაყის მმართველიც...



დაუდ ფაშას ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. უპირველესად საგარეო საქმეები მოაგვარა: ირანს მიტაცებული ტერიტორიები წაართვა, მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა, მოკლე ხანში ინგლისელებს ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და ბოლოს ოსმალეთის მძლავრ იმპერიასაც აგემა მარცხი.



ერაყელმა ხალხმა დაუდ ფაშა ქვეყნის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხა.



ამიტომაც წერდა არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი:



დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენა.
ფრანგი ოშე-დუა კი ლხინში მჭევრმეტყველსა და ომში უმამაცეს ფაშას „გამორჩეული ხიბლით“ ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ამსგავსებდა, ვიდრე აღმოსავლელ მბრძანებელს…
სიკვდილის წინ ანდერძი დაუწერია სულეიმანის სახელზე ბაღდადის ხელმწიფეს:



„ჩემო ერთგულო უმცროსო მეგობარო სულეიმან! შენს სახელზე ვწერ ამ ანდერძს... ვიცი, ხვალ თუ ზეგ სიკვდილი მეწვევა და რადგან შენზე უახლოესი არავინა მყავს, შენ განდობ ანდერძის აღსრულებას... მე ქართველი ვარ, გვარად მანველიშვილი. შენც გურჯი ხარ, სულეიმან. ამიტომ, ჩემო ერთადერთო დამტირებელო, გევედრები, მექაში დამმარხე ხალიფა ოსმანის გვერდით.


და კიდევ ერთი სურვილიც უნდა შემისრულო: ბრილიანტის ყელსაბამი, რომელსაც ანდერძით მიიღებ, გურჯისტანის ეკლესიას გადაეცი. იგი ჩემმა გამზრდელმა, სულეიმან ბუიუქმა მომიძღვნა მხედრული მამაცობისათვის. ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო და იგი მხოლოდ დედა-სამშობლოსათვის მემეტებაო...“





მსგავსი სიახლეები
რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
"კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ"- მაია ბუწაშვილი
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
„ჩახერგილი ხიდი“ თუ ხელისუფლების უუნარობა?! - ვის ეკისრება დევნილთა პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი
21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა
"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფაქტები და მითები "ომიკრონის" შესახებ
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას" - რას გვირჩევს ექიმი აშშ-დან
"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"
"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე
"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
24 საათში ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეიდან, დედაქალაქში ეტაპობრივად ლურჯი მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება
"ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს"- ფინეთის პრემიერ-მინისტრი
24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში კოვიდშეზღუდვები უქმდება