"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"

თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველა შეძლებს, კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

თბილისის მერმა დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ შევძელით, საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია. შემოვიყვანეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი. წლის ბოლომდე მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება, მომდევნო წლიდან ეტაპობრივად  აღიჭურვება და შესაბამის მარშრუტებზე გადაადგილდება. ასევე, მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტები განხორციელდება. ვქმნით ათ სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება. თბილისს დაემატება კიდევ 200 ახალი ავტობუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ავტობუსის მოცდის დრო საშუალოდ, 20-დან შვიდ წუთამდე შემცირდება.

 

„სამწუხაროდ, ზოგ უბანში ან საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან მოცდის დრო ძალიან დიდია. მომდევნო წლებში ეს პრობლემა მოგვარდება. მეტროს დაემატება ახალი ვაგონები, დაინერგება სატრანსპორტო სერვისის მიღებისას ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, მოეწყობა საბაგირო გზები და 515 კმ სიგრძის ველობილიკი. განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემის საბოლოო შეკვრას განაპირობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დღეს დედაქალაქის საკრებულო მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობს.





მსგავსი სიახლეები
რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
"კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ"- მაია ბუწაშვილი
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
„ჩახერგილი ხიდი“ თუ ხელისუფლების უუნარობა?! - ვის ეკისრება დევნილთა პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი
21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა
"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფაქტები და მითები "ომიკრონის" შესახებ
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას" - რას გვირჩევს ექიმი აშშ-დან
"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"
"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე
"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
24 საათში ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეიდან, დედაქალაქში ეტაპობრივად ლურჯი მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება
"ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს"- ფინეთის პრემიერ-მინისტრი
24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში კოვიდშეზღუდვები უქმდება