სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს ღიად ააფრიალა "ნაცმოძრაობის"პარტიული დროშა - დავით ქართველიშვილი

 

„მე მესმის ეგ ფსიქოტიპი - ბავშვობიდან ქალების და გოგონების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭუნა, რომელიც „მდედრიონის“ გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მამრი ბადრაგის სიახლოვეს”,-  ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში  ანალიტიკოსი  დავით ქართველიშვილი სააკაშვილის  განცხადებას, რომ „საქართველოში ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტია სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.

 

„მე მესმის ეგ ფსიქოტიპი - ბავშვობიდან ქალების და გოგონების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭუნა, რომელიც „მდედრიონის“ გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მამრი ბადრაგის სიახლოვეს. რომ არ გადაეღოთ მელ გიბსონთან მთავარ როლში ცნობილი ფილმი „რაზე ფიქრობენ ქალები“, ჩვენი პატიმარი უკასტინგოდ გაივლიდა შერჩევის პროცესს. ოღონდ სააკაშვილის „მდედრიონის“ წრე აუცილებლად გასაფართოებელია - ეს არ არის მხოლოდ გახარიას კადრი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელმაც დღეს ღიად ააფრიალა „ნაცმოძრაობის“ პარტიული დროშა და სექტის ყველა ნარატივში დაადანაშაულა ხელისუფლება.

 

ეს არ არის მხოლოდ „ნაც ამომრჩეველთა“ დამცველი ლომჯარია, ეს არის მისი უკრაინელი კოლეგაც, რომელიც დღეს ღიად ებრძვის საკუთარ ქვეყანაში საკუთარ პრეზიდენტს. ეს არის მაკა ჯიშკარიანიც, რომელიც დღეს საკუთარ სახელმწიფოს ფაშისტური გერმანიის დროინდელი წამების ფორმებში ადანაშაულებს. ეს არის სააკაშვილის დედაც, რომელიც დღევანდელ ქართულ ციხეს, სადაც მისი შვილი სასათბურე პირობებში თაღლითობით „აბოლებს“ მთელ სამყაროს - საკონცენტრაციო ბანაკს ადარებს. ეს არის თაკო ჩარკვიანიც, რომელიც რუსთაველზე ლეიბებზე კოტრიალით ემუქრება დასასრულით მისთვის ამოუცნობ ქვეყანას და მრავალი-მრავალი სხვა... ამ ფენომენზე ბატონი ავლიპის შვილიშვილი მოგვიყვებოდა ალბათ უფრო დაწვრილებით, მაგრამ ის ნორმალურ ადამიანებთან კონტაქტებს გაურბის და მხოლოდ სააკაშვილს და ადვოკატ საძაგლიშვილს ელაპარაკება“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა და დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები კანონის დარღვევით გასაჯაროვდა.

 





მსგავსი სიახლეები
" არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფირმა იურიდიულად სად იქნება რეგისტრირებული თბილისში, წალენჯიხაში თუ ზესტაფონში" - ცუცქირიძე
"დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კი არა, სსრკ-ის აღორძინების ეშინია"- არნო ხიდირბეგიშვილი
დიპლომატიის ისტორიიდან - ვინ იყო ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა
"პუტინი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის"
"პუტინი "იძულებული" იქნება "საპასუხო" ზომებს მიმართოს, ხოლო აგრესიის დაწყება უკრაინასა და მის მოკავშირეებს მიაწეროს"
"აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი მგონი ის გახდება" - გიორგი კიკნაძე ენტონი ბლინკენის შესახებ
"საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები"- ზაალ ანჯაფარიძე
"3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას – კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი?" - ზურაბ ქადაგიძე
"სანამ ვინმეს შეედრები, უბრალოდ დაფიქრდი შენს სილაჩრეზე"- თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილს
"წალენჯიხაში გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა"
"ქართველი რუსოფობებისთვის ის, რაც ცუდია, ყველაფერი რუსულია" - ალექსანდრე რუსეცკი
იტალიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ
"დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად"- ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას
"1973 წელს, არავინ იცის როგორ, მაგრამ ერევნის ,,არარატი" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში" - გიორგი იაკობაშვილი
"თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?" - ამირან სალუქვაძე მეუფე ნიკოლოზს
"ყოვლად მიუღებელია დევნილებზე ცუდის თქმა, ქართველებო"
"არცერთი ექსპერტი არაფერს გვეუბნება, როგორ დავაზღვიოთ ან ავიცილოთ არმონაწილეობით გამოწვეული რისკები და საფრთხეები"- ზაალ ანჯაფარიძე
"პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს" - გია აბაშიძე
" ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა - დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო"
"საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა"- ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებაზე