"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე

 

საკრებულოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება, რაც ძალიან სამწუხაროა“ - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს  ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.

 

მისი თქმით, სასურველია, რომ ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკა იყოს საფუძვლიანი  და ფაქტებზე დამყარებული.  

 

რევაზ სოხაძემ განვლილი ოთხი წელიც შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ურბანული  დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში  დედაქალაქის მერიამ და საკრებულო  თბილისისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს

 

მინდა, გამოვყო სატრანსპორტო და ურბანული მიმართულებით გატარებული რეფორმები, რაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარებისთვის. ყველა რეფორმას თან სდევს კრიტიკა, თუმცა ჩვენ ამ კრიტიკამ გამბედაობა არ უნდა დაგვაკარგვინოს და აუცილებელია, რომ ეს რეფორმები ბოლომდე მივიყვანოთ.  ეს არის ერთადერთი  სწორი გზა იმისკენ, რომ ჩვენ რეალურად ვიცხოვროთ ისეთ ქალაქში, როგორშიც  გვინდა რომ ვიცხოვრო“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

მისივე თქმით, მისთვის, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქალაქის თანაბარი განვითარება, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებმა ადამიანმა შეძლოს თანაბრად ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც მერია და საკრებულო ერთობლივი მუშაობით ქმნიან. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და მომავალში კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება.

 

 

თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე საჯარო სექტორში ხელფასების მატების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი  ჯეროვნად ანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან.

 

ჩვენი ოპონენტები გამუდმებით ამბობენ, რომ მერიის ..-ებსა და ...-ებში დასაქმებული ადამიანები ხელფასს  ტყუილად იღებენ, თუმცა თუ სადმე რაიმე პროტესტი გაჩნდა მაშინვე მიდიან და გვამუნათებენ.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია  საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული, რადგან  ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი ჯეროვნად ანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან და ამ მიმართულებით ძალიან მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.  

 

 





მსგავსი სიახლეები
"გახარიას პარტია ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებაშია" - რატი იონათამიშვილი
"მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის გაღება" - თინა ხიდაშელი
"ნაცმოძრაობის" მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ"- გიორგი ვაშაძე
"შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს"- ლევან იოსელიანი
"ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს"- სერგეი ლავროვი
"რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა" - პაატა ზაქარეიშვილი
"ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი"- გიორგი ჩალაძე
"შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა"- გიგა ბოკერია მეუფე ნიკოლოზზე
"ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა" - ენტონი ბლინკენი
არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები - ზელენსკი ბაიდენს პასუხობს
სააკაშვილი ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების კაბინეტისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს
"ყოველდღე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ ტიპის ბრძოლის სტრატეგია არ მომწონს" - თაკო ჩარკვიანი
"აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება" - კელი დეგნანი
"სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. – ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია"- კობახიძე
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს
ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ამოწურულია - ირაკლი კობახიძე
"ჩვენი ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა" - ირაკლი კობახიძე
" მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"- დავით ზალკალიანი
" ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, როდესაც საკუთარი დევნილების მოვლა გვიჭირს"- პაატა დავითაია
"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს"- რა ზომებს მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი