"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნელებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ კალაძეს დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, სამწუხაროდ დღევანდელ სხდომაზე ვერ შედგა ის ფორმატი, რომელსაც ელოდა და იმსახურებდა  ამომრჩეველი, რადგან ოპონენტების მხრიდან საქმიანი პოლემიკის ნაცვლად, შეურაცხმყოფელი ფრაზები ისმის.


„აქ ჩვენ ვისმენთ შეურაცხყოფებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მიაყენებს შეურაცხყოფას კახა კალაძეს და ამით რამეს მოიგებს, გავა აქედან წელგამართული, ძალიან ცდება. ამით თქვენ შეურაცხყოფთ, ასიათასობით ადამიანს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, გამოხატა თავისი ნება და კახა კალაძეს დაუჭირა მხარი. ამ ხალხს აყენებთ შეურაცხყოფას და მერე ნუ გიკვირთ, რომ ხალხი არ გიჭერთ მხარს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო, რომლის შესახებაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კალაძეს შეკითხვები დაუსვეს. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში და სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.


„თქვენ სააკაშვილი ახსენეთ არაერთხელ. გასაგებია, რომ კახა კალაძეს მიმართავთ, რადგან მმართველი პარტიის გენერალური მდივანია. დავანებოთ თავი იმას, დანაშაული ჩაიდინა თუ არა, რისთვისაც გასამართლებულია. ქვეყანაში როგორ შემოვიდა ხომ ვერ მეტყვით, კანონის დარღვევით შემოვიდა თუ არა. უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, დანაშაული ჩაიდინა? შემოვიდა კრიმინალურად, შემოიპარა და არის ციხეში დღეს. მარტო ამისთვის არ უნდა გასამართლდეს? ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა უკანონოდ. ტკბილი მოგონებებისთვის რომ არ ჩამოსულა, ეს კარგად ვიცით.  არის იქ სადაც არის და დაელოდეთ, დამშვიდდით. ჩვენ უფრო მეტად ვზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე, ვიდრე თქვენ ყველა ერთად აღებული,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


მისივე თქმით, მოქალაქეებმა  საკრებულოს წევრები აირჩიეს, რომ ქალაქის პრობლემები მოაგვარონ და იმუშაონ. ზურაბ აბაშიძემ გაიხსენა, რომ ის 2010 წელსაც იყო საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან. მისი თქმით, არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა მაშინდელი მერისთვის.


„მე 2010 წელსაც ვიყავი საკრებულოს წევრი და ვიყავი ოპოზიციაში. მაშინ უგულავა იყო ქალაქის მერი და ჩემი თავისთვის არ მიმიცია არასდროს იმის უფლება, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ან მერისთვის, ან საკრებულოს ნებისმიერი წევრისთვის. ვიყავი ოპონენტი, ვაკრიტიკებდი და ვმუშაობდი. კეთილი ინებეთ, თქვენი მანდატი მოირგეთ, ვითანამშრომლოთ, სადაც მოვახერხებთ. ზიზღის ენა დაივიწყეთ. პასუხი იქნება ადეკვატური. მოგვაყენებთ შეურაცხყოფას, პასუხს მიიღებთ. მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან, იმუშავეთ, იზრუნეთ დედაქალაქის პრობლემებზე და ვიმუშაოთ.


მოვედით აქ, რომ მოგვესმინა ქალაქის მერისთვის და დაიწყეთ შეურაცხყოფა. რა კორუფციაზე ლაპარაკობთ? ასიათასობით ადამიანმა კორუმპირებულ მერს დაუჭირა მხარი? კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, პატივი ეცით ხალხს,“- დასძინა ზურაბ აბაშიძემ.


მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ოპონირებისთვის მზად არის, თუ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული წინადადებები იქნება.





მსგავსი სიახლეები
"გახარიას პარტია ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებაშია" - რატი იონათამიშვილი
"მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის გაღება" - თინა ხიდაშელი
"ნაცმოძრაობის" მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ"- გიორგი ვაშაძე
"შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს"- ლევან იოსელიანი
"ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს"- სერგეი ლავროვი
"რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა" - პაატა ზაქარეიშვილი
"ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი"- გიორგი ჩალაძე
"შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა"- გიგა ბოკერია მეუფე ნიკოლოზზე
"ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა" - ენტონი ბლინკენი
არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები - ზელენსკი ბაიდენს პასუხობს
სააკაშვილი ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების კაბინეტისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს
"ყოველდღე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ ტიპის ბრძოლის სტრატეგია არ მომწონს" - თაკო ჩარკვიანი
"აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება" - კელი დეგნანი
"სააკაშვილის უკრაინაში გაშვება, შინაპატიმრობა და ა.შ. – ყველა მსგავსი ინიციატივა არარეალურია"- კობახიძე
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს
ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ამოწურულია - ირაკლი კობახიძე
"ჩვენი ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა" - ირაკლი კობახიძე
" მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"- დავით ზალკალიანი
" ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, როდესაც საკუთარი დევნილების მოვლა გვიჭირს"- პაატა დავითაია
"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს"- რა ზომებს მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი