"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მთავრობას წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით,  ეს გუნდი არის კომპეტენტური, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიციასაც მიმართა და განაცხადა, რომ თბილისის დაყოფა ამა თუ იმ პარტიის ამომრჩევლებად არასწორია.


„აქვე უნდა შევთანხმდეთ ერთ ძალიან მარტივ რამეზე, მოსახლეობა არ იყოფა ჩემს ამომრჩევლად და  შენს ამომრჩევლად. ეს ქალაქი გაცილებით დიდია ვიდრე შენი ამომრჩეველი და ჩემი ამომრჩეველი. ჩვენ აბსოლუტურად ყველას წინაშე პასუხისმგებელნი ვართ. აქედან გამომდინარე, ასეთი დაყოფა ნამდვილად არ არის გზა იმისკენ, რომ შემდგომში ვითანამშრომლოთ. ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ და  ხალხს დავანახოთ, რომ შეგვიძლია ამ ქალაქზე და ქალაქის მოსახლეობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. თუ ამის უნარი გვაქვს, ესე იგი ვპასუხობთ მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.


მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კორუფციული ფაქტების მაგალითად „ცენტრ-პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების ჩანაცვლების პროგრამის მოყვანაც არასწორია. მან ოპოზიციას მოუწოდა საკუთარ განცხადებებზე პასუხისმგებლობა აიღონ.


„ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ კორუფციული ფაქტების მაგალითად „ცენტრ-პოინტს“, რადგან ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ. დღე და ღამეს ვათენებდით მე და ჩემი კოლეგები ამ პრობლემის მოგვარებაში. 6500 ოჯახის დაბინავება, რომელიც თაროზე შემოდებული საქმეები იყო, ვერ მივიღებ, რომ არის კორუფციული გარიგება.


ვერც იმას მივიღებ „კორუფციული გარიგების“ ფაქტად, რომ ვარკეთილის მესამე მასივში, ხალხს „ხრუშჩოვკები“ თავზე რომ ენგრეოდა, მათი ჩანაცვლების პროგრამა, სადაც კონკურსი იყო გამოცხადებული, თურმე არის კორუფციული გარიგება. როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, პასუხისმგებლობა აიღეთ. ასეთი განცხადებებით არა მარტო კახა კალაძეს და მის გუნდს ელაპარაკებით, არამედ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულ 6500 ადამიანს,  „სვეტის“ დაზარალებულ 2500 და იმ  36 ოჯახს,  ვარკეთილში ბინები რომ უნდა გადაეცეს,“- დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.


 

 





მსგავსი სიახლეები
რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
"კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ"- მაია ბუწაშვილი
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
„ჩახერგილი ხიდი“ თუ ხელისუფლების უუნარობა?! - ვის ეკისრება დევნილთა პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა
„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი
21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა
"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფაქტები და მითები "ომიკრონის" შესახებ
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას" - რას გვირჩევს ექიმი აშშ-დან
"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"
"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე
"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
24 საათში ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეიდან, დედაქალაქში ეტაპობრივად ლურჯი მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება
"ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს"- ფინეთის პრემიერ-მინისტრი
24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში კოვიდშეზღუდვები უქმდება