2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით.

 

საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1,244,941,717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58%-ი შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130 %-ს აღემატება.

 

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7%-ი პროცენტით გაიზარდა.

 

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

 

2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ია შეადგინა.

 





მსგავსი სიახლეები
FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა
"მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ" - ირაკლი ლექვინაძე
"დიდი თამაშები" და საქართველო (ნაწილი მეხუთე)
"მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ასევე - იმპორტიორებთან" - ლევან დავითაშვილი
"საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი" - „საქსტატი“
რა უკუეფექტი ექნება საავტომობილო გადამზიდავისათვის ე.წ "პარკის" საფასურის 30 ლარიდან 80 ლარამდე გაზრდას
პროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია
რა საკითხები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე?
"ქვეყანაში ფქვილის მარაგი გვაქვს, ხორბლის არა" - სოფლის მეურნეობის სამინისტრო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
თიბისის ციფრულ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება ფასდაკლებითაა შესაძლებელი
APPLE-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა - BBC–ი
რა ბედი ელის ბორჯომს? - ყიდულობს თუ არა მას ქართველი ბიზნესმენი
"საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ფუნქციას იბრუნებს" - გიორგი ცუცქირიძე
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისისთვის
თიბისი კაპიტალმა რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0384 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 მაისისთვის
თიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა