მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს - ვის შეეხება რეგულაცია

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ" - ირაკლი ლექვინაძე
"დიდი თამაშები" და საქართველო (ნაწილი მეხუთე)
"მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ასევე - იმპორტიორებთან" - ლევან დავითაშვილი
"საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი" - „საქსტატი“
რა უკუეფექტი ექნება საავტომობილო გადამზიდავისათვის ე.წ "პარკის" საფასურის 30 ლარიდან 80 ლარამდე გაზრდას
პროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია
რა საკითხები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე?
"ქვეყანაში ფქვილის მარაგი გვაქვს, ხორბლის არა" - სოფლის მეურნეობის სამინისტრო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
თიბისის ციფრულ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება ფასდაკლებითაა შესაძლებელი
APPLE-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა - BBC–ი
რა ბედი ელის ბორჯომს? - ყიდულობს თუ არა მას ქართველი ბიზნესმენი
"საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ფუნქციას იბრუნებს" - გიორგი ცუცქირიძე
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისისთვის
თიბისი კაპიტალმა რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0384 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 მაისისთვის
თიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა
აპრილში ინფლაციამ 12.8% შეადგინა