
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში ჩაფრინდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან მშვენივრად იცოდა თუ რა ელოდებოდა და წინასწარ დააანონსა მგზავრობის დეტალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.
"პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს. სადმე კონტეინერში ლაჩრულად კი არ დამალულა. ღიად გადაკვეთა საზღვარი და ჩაბარდა სამართალდამცველებს.
ამასობაში, ჩვენი მხდალი ტუსაღი ექს-პრეზიდენტი უტიფრად ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. უტიფარიც კი ბოლომდე ვერ აღწერს სააკაშვილის ქმედებებს,"- წერს გია აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდა.
უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
მსგავსი სიახლეები



















