
ომი დაწყო შევარდნაძემ ყველამ კარგად იცით, აფხაზეთის დაკარგვა მაგ იუდას ბრალია, ყველა ჩვენი საგლოვებელია: აფხაზეთიც, სამაჩაბლოც.
ნუ დაერიეთ ერთმანეთს, ყოვლად მიუღებელია დევნილებზე ცუდის თქმა, ქართველებოოო... "- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ ამისულაშვილი წერს.
"ასე არ შეიძლება, რაიმე ცუდი თქვათ მათზე ვინც სამშობლო, მიწა-წყალი, ახლობლები, სახლ-კარი დაკარგა.
რამ გაგაბოროტათ ხალხო ასე?
სირცხვილი და უნამუსობაა ისიც, ვინც მართლა იომა სამაჩაბლოსთვის, აფხაზეთისთვის , ვინც ჯოჯოხეთი გამოიარა, სამარცხვინოდ 22 ლარს უხდიან.
იქ ნამდვილი ვაჟკაცები დაიღუპნენ, (ნათელი და სანთელი მათ გმირულ სულებს). ბევრს იქამდე არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო არც კი ენახათ,
ბევრი მებრძოლი ომის ვეტერანია უსახლკაროდ, მაგრამ არც მათზე არავინ შეწუხებულა.
ძალიან ბევრნიც ახლა , რომ გულზე იცემენ მუშტებს, ვეტერანებად და პატრიოტებად მოაქვთ თავები, აფხაზეთში სამარადიოროდ წავიდა. ბევრმა საკუთარი ხალხის არჩეულ კანონიერ, ეროვნულ ხელისუფლებას ესროლა, ბევრი მათგანიც სამეგრელოს აწიოკებდა და ყარნან უდანაშაულო თანამოძმეთა სისხლით, რომლებიც დღეს დიდ პატრიოტებად გვევლინებიან.
სიმართლე ყველამ კარგად იცის, ისტორია იტყვის ვინ მართალია, ვინ პატრიოტი, ვინ მოღალატე და იუდა,"- წერს მიხეილ ამისულაშვილი.
მსგავსი სიახლეები



















