"თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?" - ამირან სალუქვაძე მეუფე ნიკოლოზს

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში მეუფე ნიკოლოზის მიმართვას ეხმაურება:

 

"ეკლესიას იმაზე მეტად ვერავინ დააზიანებს, ვიდრე თავად ეკლესია.


მეუფევ, 9 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს. რა ნიშნით გამოარჩიეთ?


ამ განცხადებას თემის ასაგდებად რომ აკეთებთ, მესმის, რადგან ეჭვი მეპარება ვერ ერკვეოდეთ კანონმდებლობაში. როცა 6 წელი პატიმრობა აქვს მისჯილი, ეპარქიაში როგორ უნდა მოიხადოს?


სასჯელაღსრულების კანონმდებლობა კონსტიტუციით საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. თქვენს ეპარქიას ან ეკლესიას რა შეხება აქვს სასჯელის მოხდასთან?


დანაშაულებს როცა სჩადიოდა, მაშინ თუ გიცდიათ მასთან საუბარი?


ამ განცხადების უკანონობა და ალოგიკურობა გასაგებია. იქნებ მიზანი გაგვაგებინოთ საზოგადოებას, რა მიზანს ისახავთ? ოღონდ განმარტება კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად გააკეთეთ, წყლის გარეშე,"- წერს ამირან სალუქვაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ. მან "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში თქვა, რომ მზად არის, ამისთვის სივრცე გამოყოს.

 

"კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე, მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის, ვთქვათ, შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით. ბუნებრივად არის დაცული ჩემი ეპარქია, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ყველაფერი", - თქვა მიტროპოლიტმა.

 





მსგავსი სიახლეები
"სამ წელიწად ნახევრით თავისუფლების აღკვეთა არაფერია, სხვა თუ არა პოლიტიკური, ან შესაძლო, პირადი წყენისთვის შურისძიება"
"მოსკოვში, "რენოს" ქარხანაში, "მოსკვიჩებს" გამოუშვებენ" - სიმონ კილაძე
"გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ გვარამია ციხეში ჩაესვა"
"40-მდე დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ აჭიანურებს მათ ევაკუაციას, მოგეზღვება სულ მალე!"
"ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა" - რა შეფასებები მოჰყვა ნიკა გვარამიას დაკავებას
"რუსეთს შესაძლოა წლის ბოლომდე გაზის 50 მილიარდი კუბური მეტრი დაუგროვდეს, რომლის გასაღება არც თუ ისე სწრაფი პროცესია"
არსებობს თუ არა გამოსავალი თურქეთის მიერ ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღების დაბლოკვით
"იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი?"
"თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო" დაემართა ,"ტვ პირველს" - თამთა მეგრელიშვილი
ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების გამოვლინება იყოს
ერთსა გთხოვ მამა-შვილურად - მზე მაგ გულში არ შეცვალო! - ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს
ომი დაღუპავს საქართველოს და ქართველებს!!! - მაია ნიკოლეიშვილი
"რუსეთი უკრაინაშიც დამარცხდება და მსოფლიოც დაისვენებს"- ვაჟა შუბითიძე
"არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის" - გია ნოდია
"ცდებიან ისინი, ვინც თვლის რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანით აქ პოლარიზაცია შემცირდება"
"საქართველო ამას არ იზამს, სანამ აქ ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს" - გელა ზედელაშვილი
"ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს"
"გენერლები და თვითმფრინავები გადამალეს ამ ლაჩრებმა"- ალექსი პეტრიაშვილი
"ეს ყველაფერი სულ ცოტა იმით მორჩება, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ"'
"ომი არ დასრულდება, ვიდრე მთელს უკრაიანს არ გავათავისუფლებთ" - ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი