"დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად"- ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას

"ბატონო პარლამენტარო Iago Khvichia მინდა, იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია, ვცხოვრობ თბილისში, ვერასდროს გავხდები თბილისელი!",- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, ირმა გელანტია, რომელიც პარლამენტის წევრ იაგო ხვიჩიას განცხადებას  პასუხობს.

 

 ‘’ბატონო პარლამენტარო Iago Khvichia მინდა, იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია, ვცხოვრობ თბილისში, ვერასდროს გავხდები თბილისელი! დიახ, მეც დევნილი ვარ აფხაზეთიდან

იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად! რა თქმა უნდა, თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რა შეგრძნებაა ღამის ორ საათზე, განგაშის შემზარავი ხმის ფონზე, ლაღი ბავშვობის დასრულება…


უთბილესი მშობლიური სახლის მიტოვება…


სახლიდან წამოღებული ერთადერთი ნივთი, წიგნებით გატენილი სკოლის ჩანთაა, დიახ, ეს სკოლის ჩანთა 30 წელია, ელოდება შინ დაბრუნებას….


დიახ, მეც გამოსახლებული ვარ დევნილთა საცხოვრისიდან 2011 წლის, გაყინულ დეკემბრის დღეებში …


მეც, გავატარე უმძიმესი წლები საერთო საცხოვრებელში, დაუსრულებელი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში… მეც ვიცხოვრე ათობით სრულიად უცხო ადამიანის სახლში….


და, მიუხედავად ყველაფრისა, 22 წელია, კეთლსინდისიერად ვემსახურები ჩემს ქვეყანას…


დაუღალავად ვშრომობთ, რომ იპოთეკით ნაყიდ 56 კვადრატში 6-სულიანმა ოჯახმა ვიცხოვროთ… რადგან ყველაზე მოტივირებული, უზომოდ მშრომელი აფხაზეთელები პატიოსნად ელოდებიან საკუთარ რიგს, რეალურად ღირსეულ განსახლებას და რაც მთავარია შინ დაბრუნებას!!!


და ბოლოს…


ზუსტად ვიცი, რომ არცერთი თანამდებობა… არცერთი სკამი არ ღირს არაკაცობად! კორუფციად! თაღლითობად! მოტყუებად! სხვის დამცირებად!! ძვირადღირებულ ავტომობილად! ძვირადღირებულ საცხოვრისად დეკლარაციაში!


ძალაუფლება მხოლოდ ინსტრუმენტია, რომ მეტი კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ ადამიანებისთვის!!!


ყოველდღე, მოვუწოდებ ჩემს გონებას… არასდროს, არასდროს წამიშალოს კადრები ჩემი ქალაქიდან……


პატივისცემით, აფხაზეთიდან დევნილი ირმა გელანტია-ახვლედიანი


ჯერ კიდევ თბილისში.. ‘’, – წერს ირმა გელანტია .

 

პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ   დევნილების პრობლემებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც 30 წელია – თბილისში ცხოვრობს, რაღაცის გამო დახმარებას ითხოვს, არასამართლიანია.

" ეს ხალხი სულ დევნილის სტიგმის ქვეშ იქნება, მინდა, ეს ხალხი გამოვიდეს აქედან, - განაცხადა   იაგო ხვიჩიამ 

 

მისივე თქმით, დევნილებს აფხაზეთში საკუთრების რეგისტრაციის და გასხვისების უფლება უნდა მიეცეთ.

 

„რასაც ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ საკუთარი ქონების, რომელიც აფხაზეთში აქვთ, არც რეგისტრაციის და არც განკარგვის საშუალებას არ ვაძლევთ. ადამიანებს იქ ქონებები აქვთ, მაგრამ დღეს, ჩვენ იმის აღრიცხვაც კი არ დაგვიწყია, ვისი რა არის. შეგვიძლია დავარეგისტრიროთ და გასხვისების საშუალება დავუშვათ. ჯერ ჩვენ ვაღიაროთ მათი საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რუსებმა რომ წაართვეს.

უფრო ძვირი ეღირება აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი ქონებების რეგისტრაცია რომ დაიწყოს. ქონებას ფასი მიეცემა. ჩვენ ეს პოლიტიკურ საკითხად გვაქვს ქცეული და უბრალოდ ბლოკადაში გვყავს რუსი ოკუპანტები მოქცეული, ამის გამო ვაკეთებთ ამას - ჩვენს მოქალაქეებს ქონებას არ ვურეგისტრირებთ.

რაც შეეხება მშენებლობას, მე არ მითქვამს, ვიღაცამ რაღაცა არ ააშენოს - მეთქი, ოღონდ აქაც პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის გაჭირვება, ჩვენ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს, ის რომ მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს არასამართლიანია, მართლა არასამართლიანია. 50 წლის მერე უფრო არასამართლიანი იქნება და ეს ხალხი სულ ამ სტიგმის ქვეშ იქნება - დევნილის სტიგმის ქვეშ. მე მინდა, რომ ეს ხალხი გამოვიდეს აქედან. ეს ხალხი თბილისელები არიან, 30 წელია აქ ცხოვრობენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
"სამ წელიწად ნახევრით თავისუფლების აღკვეთა არაფერია, სხვა თუ არა პოლიტიკური, ან შესაძლო, პირადი წყენისთვის შურისძიება"
"მოსკოვში, "რენოს" ქარხანაში, "მოსკვიჩებს" გამოუშვებენ" - სიმონ კილაძე
"გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ გვარამია ციხეში ჩაესვა"
"40-მდე დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ აჭიანურებს მათ ევაკუაციას, მოგეზღვება სულ მალე!"
"ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა" - რა შეფასებები მოჰყვა ნიკა გვარამიას დაკავებას
"რუსეთს შესაძლოა წლის ბოლომდე გაზის 50 მილიარდი კუბური მეტრი დაუგროვდეს, რომლის გასაღება არც თუ ისე სწრაფი პროცესია"
არსებობს თუ არა გამოსავალი თურქეთის მიერ ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღების დაბლოკვით
"იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი?"
"თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო" დაემართა ,"ტვ პირველს" - თამთა მეგრელიშვილი
ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების გამოვლინება იყოს
ერთსა გთხოვ მამა-შვილურად - მზე მაგ გულში არ შეცვალო! - ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს
ომი დაღუპავს საქართველოს და ქართველებს!!! - მაია ნიკოლეიშვილი
"რუსეთი უკრაინაშიც დამარცხდება და მსოფლიოც დაისვენებს"- ვაჟა შუბითიძე
"არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის" - გია ნოდია
"ცდებიან ისინი, ვინც თვლის რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანით აქ პოლარიზაცია შემცირდება"
"საქართველო ამას არ იზამს, სანამ აქ ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს" - გელა ზედელაშვილი
"ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს"
"გენერლები და თვითმფრინავები გადამალეს ამ ლაჩრებმა"- ალექსი პეტრიაშვილი
"ეს ყველაფერი სულ ცოტა იმით მორჩება, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ"'
"ომი არ დასრულდება, ვიდრე მთელს უკრაიანს არ გავათავისუფლებთ" - ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი