" ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, როდესაც საკუთარი დევნილების მოვლა გვიჭირს"- პაატა დავითაია

დევნილები ვეღარ უმკლავდებიან სოციალურ პრობლემებს და თავს იკლავენ, რომ ყურადღება მიიქციონ, რადგან მეტი გამოსავალი არ დაუტოვეს - ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაითავისოს ეს პრობლემა და გადაიდგას რეალური ნაბიჯები დევნილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც პირველ რიგში დევნილთა სტუქტურებისთვის რეალური ძალაუფლების მინიჭებით და ფუნქციების სწორი გადანაწილებით უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომლის კომენტარსაც მისი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მისი თქმით, დევნილების პრობლემების მუდმივმა გადადებამ გამოიწვია ის მძიმე მდგომარეობა, რაც დევნილებს 30 წლის განმავლობაში აქვთ.

 

„მწუხარებას გამოვხატავ დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. დევნილების უმეტესობა დღემდე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ 45-ლარიანი დახმარება ამ ადამიანებისთვის ზღვაში წვეთია. დევნილებისთვის უნდა მოხდეს ერთიანი პაკეტის შექმნა, ეს უნდა იყოს მრავალმხრივი პაკეტი ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების მიმართულებით. შესაძლებელია სავალდებულო დაზღვევის შემოტანა, რათა სახელმწიფო უზრუნველყოფდეს მათი ჯანმრთელობის დაზღვევას, გასატარებელია გარკვეული პროექტები განათლების სისტემაში, ახალგაზრდების წასახალისებლად, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. თუ არ მოხდა ამ ტიპის ღონისძიებების გატარება, დევნილების მდგომარეობა სოციალური გარემოს გათვალისწინებით შესაძლოა უფრო და უფრო დამძიმდეს.

 

პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფუნქციების არასწორი გადანაწილებაა ოფიციალურ სტრუქტურებს შორის, რომლებიც დევნილების პრობლემებზე უნდა მუშაობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად არ არის სტრუქტურიზებული უფლება-მოვალეობები ცენტრალურ ხელისუფლებას და ლეგიტიმურ მთავრობას შორის, რომელიც უფუნქციოდ არის დარჩენილი. სწორედ ფუნქციების არასწორად გადანაწილებამ გამოიწვია ის, რომ დევნილების პრობლემები ხშირად რეალურად ადრესატამდე არ მიდის.

 

მოვუწოდებ მთვარობას, მოახდინოს ფუნქციების სტრუქტურიზება, რეალური ძალაუფლების მინიჭება და შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრება ლეგიტიმური სტრუქტურისთვის, რათა ეფექტიანად იმუშაონ დევნილების პრობლემებზე, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

 

ამას გარდა, როდესაც ვსაუბრობთ აფხაზებთან დიალოგსა და კომუნიკაციაზე, ჩვენ რისი შეთავაზება შეგვიძლია აფხაზებისთვის, როდესაც დავიბრუნებთ აფხაზებს, იმ პირობებში, როცა საკუთარ დევნილებს ვერ ვუვლით?! ასეთი პოზიცია ბევრს აქვს აფხაზეთში, ასე უყურებენ ისინი ამ საკითხს, რაც ძალიან კარგად იცის ოკუპანტი ქვეყნის მთავრობამ. ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა ხელისუფლებამ და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დევნილების სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, - აცხადებს პაატა დავითაია.





მსგავსი სიახლეები
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა"
"რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი „რუსთავი 2-ზე“, დაიწყეს მისი გაკოტრება"- ქადაგიშვილი
მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს - სარჯველაძე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლეტი საქართველოს ეწვევა
"ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის"- ვლადიმერ პუტინი
"ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია"- კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე
"მორიგება, ცეცხლის დროებით შეწყვეტაც კი, როგორც ჩანს გამორიცხულია"
"არესტოვიჩი მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!" - პაატა მანჯგალაძე
"ჩვენ არ ვესწრებით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, რადგან არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან"- ირაკლი კობახიძე
"ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში, მათი წვლილით პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში"- პრემიერი
"სააკაშვილის შეწყალებაზე აზრს არ შევიცვლი"- სალომე ზურაბიშვილი
რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე - გერმანიის საელჩოს განმარტება
"აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს"
"ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს"- ირაკლი ღარიბაშვილი
" ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი"- გოგა ხაინდრავა
"ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"- იუსტიციის მინისტრი "ნაცმოძრაობაზე"
"მაკვირვებს, თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული"- ნიკა მელია
"ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს"- მამუკა არეშიძე
" ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს, ეხმარება უკრაინას"- პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი
ბრიტანეთი და შვედეთი თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან