" მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"- დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. ამასთან, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა, რადგან ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე.

 

„ვულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას.

 

საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე.

 

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიმდინარე ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საქართველოს საელჩოს, იორდანიის მხარეს, მეფე აბდულას და პრინც ღაზ ბენ მუჰამედს და ჩემს კოლეგას – აიმან ალ საფადის, მათ ამ გადაწყვეტილებით აჩვენეს ორი ქვეყნის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითი. მადლობა მინდა, ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და უშუალო ჩართულობისთვის.

 

საქართველოს საელჩო ამ საკითხზე 2012 წლიდან, იორდანიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დღიდან მუშაობს. 4 000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე აშენდება კულტურული ცენტრი, რაც არის მართლაც სიმბოლური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორიულად, სახელმწიფოებრივი აღზევების ყველა ეტაპზე, როგორც ქრისტიანული სამყაროს კარიბჭეს, ყოველთვის ჰქონდა მისი საპატიო ადგილი წმინდა მიწაზე“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

 

მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. მიწის ნაკვეთი 4000 კვ.მ-ს შეადგენს.





მსგავსი სიახლეები
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა"
"რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი „რუსთავი 2-ზე“, დაიწყეს მისი გაკოტრება"- ქადაგიშვილი
მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს - სარჯველაძე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლეტი საქართველოს ეწვევა
"ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის"- ვლადიმერ პუტინი
"ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია"- კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე
"მორიგება, ცეცხლის დროებით შეწყვეტაც კი, როგორც ჩანს გამორიცხულია"
"არესტოვიჩი მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!" - პაატა მანჯგალაძე
"ჩვენ არ ვესწრებით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, რადგან არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან"- ირაკლი კობახიძე
"ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში, მათი წვლილით პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში"- პრემიერი
"სააკაშვილის შეწყალებაზე აზრს არ შევიცვლი"- სალომე ზურაბიშვილი
რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე - გერმანიის საელჩოს განმარტება
"აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს"
"ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს"- ირაკლი ღარიბაშვილი
" ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი"- გოგა ხაინდრავა
"ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"- იუსტიციის მინისტრი "ნაცმოძრაობაზე"
"მაკვირვებს, თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული"- ნიკა მელია
"ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს"- მამუკა არეშიძე
" ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს, ეხმარება უკრაინას"- პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი
ბრიტანეთი და შვედეთი თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან