ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემა ამოწურულია - ირაკლი კობახიძე

 

პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია, ამოწურულია ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემაც, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, კონომიკურ და სოციალურ სირთულეებს დაემატა ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი, თუმცა დღეს ასეთ კრიზისზე ბუნებრივია საუბარი აღარ არის.

 

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ერთი წელიწადი 30 წლიანი უახლესი ისტორიის განმავლობაში. სხვადასხვა კუთხით პანდემია აქტუალური იყო და არის, ეს ქმნიდა ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს და ამას ემატებოდა ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რაც შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. საბოლოო ჯამში მოხერხდა, რომ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, 19 აპრილის შეთანხმება იქნა ხელმოწერილი და პროცესები წარიმართა იმის საპირისპიროდ, რაც ჰქონდა დაგეგმილი ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს.

 

აქედან გამომდინარე, მაშინ თუ იყო საუბარი პოლიტიკურ კრიზისზე და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისიც პოლიტიკური კრიზისია, თუმცა დღეს ასეთ კრიზისზე ბუნებრივია საუბარი აღარ არის.

 

როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არის თავისი არსით ანტისისტემური, რა თქმა ეს არის კრიზისის გამოხატულება ზოგადად, ეს არ არის ვიწრო გაგებით პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ჩვენი დემოკრატიული სისტემის კრიზისული ასპექტი.პოლიტიკური კრიზისი იმ გაგებით, რა გაგებითაც ამაზე იყო საუბარი, როდესაც ოპოზიცია არ იყო შესული პარლამენტში, ამოწურულია, მათ შორის ამოწურულია ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემაც", - განაცხადა კობახიძემ.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ   განმარტა,  მათ კონსტიტუციაში ჩადეს რეგულაციები, რომლის მიხედვით წელს, რომ არჩევნები ჩატარდეს ჩატარდება 120/30 - ზე სისტემით, რაც პირველ რიგში არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას.

 

 

,,ჩვენ ვიცოდით, თავის დროზე, რომ რადიკალური ოპოზიცია აუცილებლად განავითარებდა იმ სცენარს, რომელიც შემდეგ განავითარა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ჩავდეთ ეს რეგულაციები კონსტიტუციაში. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ თუ წელს ჩატარდება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, თეორიულად, ეს არჩევნები იქნება 120/30-ზე სისტემით ჩატარებული, რაც არ აწყობს, რადიკალურ ოპოზიციას და პარლამენტი, შესაბამისად, იქნება 2 წლიანი. შესაბამისად, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ ცდუნებასაც კი, რომ ვიღაცამ რეალურად მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მან ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ერთგვარი ინერცია და პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი უწოდა.

 

,,ეს არის ერთგვარი ინერცია და რაღაცა პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი. თუმცა, თქვენ ხედავთ იმ პოლიტიკური ტაქტიკით, რაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, ისინი დარჩნენ ბოლომდე წაგებულები. დღეს არის მთლიანად მორღვეული რადიკალური ნაწილი ოპოზიციის და მოხერხდა ის, რაც ვერ ხერხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ოპოზიცია სამწუხაროდ იყო კონცენტრირებული წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის გარშემო, რაც დღეს აღარ არის.

 

დღეს არის განსხვავებული მოცემულობა, დღეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები მოქმედებენ „ნაცნოძრაობის“ დღის წესრიგისგან დამოუკიდებლად. მათ მიეცათ ამის შანსი სწორედ იმ მოვლენების გამო, რომელიც განვითარდა, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ხელშეწყობით. ანუ წაგებული ამ რადიკალური სცენარით, დარჩა თავადვე რადიკალური ოპოზიცია.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,ღამის კურიერის'' ეთერში.

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა"
"რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი „რუსთავი 2-ზე“, დაიწყეს მისი გაკოტრება"- ქადაგიშვილი
მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს - სარჯველაძე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლეტი საქართველოს ეწვევა
"ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის"- ვლადიმერ პუტინი
"ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია"- კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე
"მორიგება, ცეცხლის დროებით შეწყვეტაც კი, როგორც ჩანს გამორიცხულია"
"არესტოვიჩი მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!" - პაატა მანჯგალაძე
"ჩვენ არ ვესწრებით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, რადგან არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან"- ირაკლი კობახიძე
"ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში, მათი წვლილით პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში"- პრემიერი
"სააკაშვილის შეწყალებაზე აზრს არ შევიცვლი"- სალომე ზურაბიშვილი
რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე - გერმანიის საელჩოს განმარტება
"აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს"
"ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს"- ირაკლი ღარიბაშვილი
" ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი"- გოგა ხაინდრავა
"ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"- იუსტიციის მინისტრი "ნაცმოძრაობაზე"
"მაკვირვებს, თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული"- ნიკა მელია
"ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს"- მამუკა არეშიძე
" ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს, ეხმარება უკრაინას"- პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი
ბრიტანეთი და შვედეთი თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან