"ის იყო ხევის ბეთხოვენი" - 20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა

20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა. ქართველი მოპასანი, ხევის ბეთხოვენი – ასე უწოდებდნენ მწერლები და ლიტერატორები ალექსანდრე ყაზბეგს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ მრავალი გამოკვლევა არსებობს, ითვლება,რომ ყაზბეგი ბოლომდე შესწავლილი არ არის – საქართველოს სხვადასხვა არქივში ინახება მწერლის ბევრი გამოუქვეყნებელი თხზულება, კერძოდ, ორ ათეულამდე დაუმთავრებელი მოთხრობა, ამდენივე დასრულებული და დაუსრულებელი პიესა, ლექსები, პირადი წერილები, პიესების გეგმები თუ უბის წიგნაკები.

 

ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა. ის გაიზარდა ხევის მმართველის მიხეილ  ჩოფიკაშვილისა  და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში.


მშობლებმა  თბილისში ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870  წლებში - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას და ეს პერიოდი ასახა თავის მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი".  1879 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა თეატრში. პირველი მოთხრობა  „ციცკა" 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა" და ილია ჭავჭავაძის „ივერიაში".  1881წელს  „დროებაში" დაიბეჭდა „ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო", „მამის მკვლელი", „ციკო", „განკიცხული", „ხევისბერი გოჩა", „მოძღვარი".


მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. 


1886-1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, 1893 წლის 22 დეკემბერს კი გარდაიცვალა.


ალექსანდრე ყაზბეგი  სტეფანწმინდაში დაკრძალეს.





მსგავსი სიახლეები
"ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან" - ვლადომერ პუტინი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა
თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგები დაიწყო
"ქვეყანაში საკმარისზე მეტი ფქვილის მარაგი არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას" - რასა იუკნევიჩიენე
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
16 მაისი ისტორიაში
„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული" - საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM
"16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ" - მიხეილ ცაგარელი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა
დედაქალაქის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა
გამოცხადდა Rustaveli-DAAD- ის სასტიპენდიო პროგრამის 2022 წლის კონკურსის შედეგები
14 მაისი- თამარობა
შპს „ტერმინალ 1“ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საყმაწვილო სენი" - რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!
თბილისში „ქართველი შინდლერების“ მემორიალი გაიხსნა
რა იცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში - დეტალები
რომელი პროდუქტების მიღება არაა რეკომენდებული უზმოზე
გელათის ტაძარს ტენიანობის პრობლემის მოსაგვარებლად დროებითი კონსტრუქციით გადახურავენ - დეტალები