"დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება" - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქს ახალი, განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება და გადაადგილება კომფორტული იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ მიკროავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, უკვე პირველი თებერვლიდან ყვითელი მიკროავტობუსები ახალი მიკროავტობუსებით მთლიანად ჩანაცვლდება.

 

„წელიწადნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან ერთად პირდაპირ შემიძლია ვთქვა, შესრულებულია. დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის, სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. იცით, რომ დავიწყეთ ავტობუსების განახლება, პარკი მთლიანად ჩანაცვლებული და მოწესრიგებულია და დღეს, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანად განახლებული და მოწესრიგებულია. ყვითელი მიკროავტობუსები ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას და მათი რეალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პრობლემას ქმნიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, წარმოადგენდა გარკვეულ დისკომფორტს, იმიტომ, რომ ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა ე.წ. ყვითელ მარშუტკებს.

 

დღეიდან დედაქალაქს მოემსახურება ახალი, განახლებული, მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გადაადგილება კომფორტული იქნება. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შევიძინეთ 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც უკვე დღეიდან მთლიანად გაეშვება ქსელში და პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იმოძრავებს მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. ასევე მნიშვნელოვანია ინტეგრირებული კომპონენტი, იმიტომ, რომ იცით, რომ წლების განმავლობაში მიკროავტობუსში მგზავრობისას ადამიანებს უნდა გადაეხადათ 80 თეთრი. მეტროში და ავტობუსში იყო 50 თეთრი, პირველი თებერვლიდან უკვე შესაძლებელია ინტეგრირებული ტარიფებით მოძრაობა. ეს ნიშნავს, იმას, რომ თუ ადამიანი ყიდულობს მეტროს ბილეთს ან აქვს აბონემენტი მას თავისუფლად შეუძლია ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა, ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია სააბონემენტო სისტემა, რომელიც ძალაში შედის პირველი თებერვლიდან და რომელიც არის ულიმიტო, ადამიანს დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლია გადაადგილება ერთხელ გადახდის შემდეგ. სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა,რომელიც 2017 წელს დავიწყეთ გრძელდება და ეს შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისგან“, - აცხადებს კალაძე.





მსგავსი სიახლეები
"ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან" - ვლადომერ პუტინი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა
თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგები დაიწყო
"ქვეყანაში საკმარისზე მეტი ფქვილის მარაგი არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას" - რასა იუკნევიჩიენე
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
16 მაისი ისტორიაში
„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული" - საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM
"16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ" - მიხეილ ცაგარელი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა
დედაქალაქის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა
გამოცხადდა Rustaveli-DAAD- ის სასტიპენდიო პროგრამის 2022 წლის კონკურსის შედეგები
14 მაისი- თამარობა
შპს „ტერმინალ 1“ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საყმაწვილო სენი" - რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!
თბილისში „ქართველი შინდლერების“ მემორიალი გაიხსნა
რა იცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში - დეტალები
რომელი პროდუქტების მიღება არაა რეკომენდებული უზმოზე
გელათის ტაძარს ტენიანობის პრობლემის მოსაგვარებლად დროებითი კონსტრუქციით გადახურავენ - დეტალები