"2021 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა"

2021 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.9 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

 

„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9 პროცენტით გაიზარდა და 3 127.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

„2021 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (580.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (555.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (304.5 მლნ. აშშ დოლარი).

 

2021 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 815.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 237.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
"ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან" - ვლადომერ პუტინი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა
თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგები დაიწყო
"ქვეყანაში საკმარისზე მეტი ფქვილის მარაგი არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას" - რასა იუკნევიჩიენე
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
16 მაისი ისტორიაში
„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული" - საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM
"16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ" - მიხეილ ცაგარელი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა
დედაქალაქის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა
გამოცხადდა Rustaveli-DAAD- ის სასტიპენდიო პროგრამის 2022 წლის კონკურსის შედეგები
14 მაისი- თამარობა
შპს „ტერმინალ 1“ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საყმაწვილო სენი" - რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!
თბილისში „ქართველი შინდლერების“ მემორიალი გაიხსნა
რა იცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში - დეტალები
რომელი პროდუქტების მიღება არაა რეკომენდებული უზმოზე
გელათის ტაძარს ტენიანობის პრობლემის მოსაგვარებლად დროებითი კონსტრუქციით გადახურავენ - დეტალები