"წალენჯიხაში გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა"

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საქართველოს სსრ პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის "აბაშის ექსპერიმენტი" ეხსომება უფროსი თაობის ჩვენს თანამემამულეებს. გადის 40 წელიწადი და იმ პარტიის იდეოლოგიური მემკვიდრეები ფართოვდებიან გეოგრაფიულად და დღეს უკვე "ჩხოროწყუს" და "წალენჯიხის" ექსპერიმენტებს უყრიან საფუძველს. ჩემი საყვარელი სამეგრელო კი მეცოდება, მაგრამ ამაზე მძიმე განსაცდელიც დაუმარცხებია და ამჟამადაც გამარჯვებული გამოვა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

"დღეს წალენჯიხაში, აწ უკვე საკრებულოს დონეზე, გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა. ამხანაგებმა სწორედ გაიგეს ბელადის ბოლო მიმართვა ციხიდან, "საკუთარი" და "რჩეული" საკრებულოს წევრებისადმი და "მიშა მაგარიას" მოლოდინი არ გაუცრუეს - წალენჯიხას ნაცების მხარდაჭერით პარტია "საქართველოს" წევრი, კორნელი სალია ჰყავს თავმჯდომარედ.

 

რა შექსპირისეული ტრაგედიები დატრიალდა ჯერ გახარიას "ბიძინას პროექტის" წარმოჩენის, შემდეგ კი მისი ნაცებთან რაიმე ტიპის კავშირების უარყოფის ირგვლივ. გახარიამ მასზე დაკისრებული ამოცანა - თან შეუსრულა სააკაშვილს, ამავდროულად - ვერც შეუსრულა თურმე. აი ასეთ პარადოქსს ჰქონდა ადგილი. გახარიას ოცნებისთვის მისი 2020--ის 47%-იანი "უხერხული" ნიშნულისთვის 10-12% უნდა "აეხია", რათა 2021-ის საბოლოო შედეგებში ეს ნიშნული "სარეფერენდუმო" 43%-ის ნაკლებ შედეგზე დაეფიქსირებინა. დავალებად მიღებული 10%-მდე კი "აახია", მაგრამ ის ვერ გათვალა რომ ღარიბაშვილი/კობახიძის შემდგარი ტანდემი, ამ დეფიციტს უმოკლეს ვადაში ამოფხვრიდა - ოცნების სასარგებლოდ იმ ამომრჩევლის რეანიმირებით, ვინც ბოლო წლებში ნიჰილიზმის სენით იყო შეპყრობილი.

 

დღევანდელი ეს უიღბლო მეკავშირე/კოალიციონისტები იმ ხულიგნებს მაგონებენ, საბჭოთა ეპოქაში ტელეფონ/ავტომატით დასარეკად 2-კაპიკიანს ჯერ რომ აგდებდნენ, ხოლო მერე აპარატზე მუშტების დარტყმით ხურდა ფულს აგდებინებდნენ იატაკზე და ამით უზომოდ ბედნიერები რჩებოდნენ,"- წერს დავით ქართველიშვილი.

 

ცნობისთვის, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია დღეს აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. „ქართული ოცნების" წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.





მსგავსი სიახლეები
"სამ წელიწად ნახევრით თავისუფლების აღკვეთა არაფერია, სხვა თუ არა პოლიტიკური, ან შესაძლო, პირადი წყენისთვის შურისძიება"
"მოსკოვში, "რენოს" ქარხანაში, "მოსკვიჩებს" გამოუშვებენ" - სიმონ კილაძე
"გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ გვარამია ციხეში ჩაესვა"
"40-მდე დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ აჭიანურებს მათ ევაკუაციას, მოგეზღვება სულ მალე!"
"ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა" - რა შეფასებები მოჰყვა ნიკა გვარამიას დაკავებას
"რუსეთს შესაძლოა წლის ბოლომდე გაზის 50 მილიარდი კუბური მეტრი დაუგროვდეს, რომლის გასაღება არც თუ ისე სწრაფი პროცესია"
არსებობს თუ არა გამოსავალი თურქეთის მიერ ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღების დაბლოკვით
"იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი?"
"თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო" დაემართა ,"ტვ პირველს" - თამთა მეგრელიშვილი
ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების გამოვლინება იყოს
ერთსა გთხოვ მამა-შვილურად - მზე მაგ გულში არ შეცვალო! - ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს
ომი დაღუპავს საქართველოს და ქართველებს!!! - მაია ნიკოლეიშვილი
"რუსეთი უკრაინაშიც დამარცხდება და მსოფლიოც დაისვენებს"- ვაჟა შუბითიძე
"არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის" - გია ნოდია
"ცდებიან ისინი, ვინც თვლის რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანით აქ პოლარიზაცია შემცირდება"
"საქართველო ამას არ იზამს, სანამ აქ ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს" - გელა ზედელაშვილი
"ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს"
"გენერლები და თვითმფრინავები გადამალეს ამ ლაჩრებმა"- ალექსი პეტრიაშვილი
"ეს ყველაფერი სულ ცოტა იმით მორჩება, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ"'
"ომი არ დასრულდება, ვიდრე მთელს უკრაიანს არ გავათავისუფლებთ" - ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი