"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.

 

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით.

 

თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა დღემდე ისარგებლეს 1 270 678 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და  მიიღეს 860 295 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 2 130 973 ლარს შეადგენს.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ "ავერსთან" თანამშრომლობა უდავოდ აისახა სპორტულ მიღწევებზე. გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ბრწყინვალედ წარდგნენ და ტოკიოდან რვა მედალი ჩამოიტანეს. ამჯერად ისინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და აქაც "ავერსის" უდიდეს მხარდაჭერას გრძნობენ.


- სპორტი ტრავმული სფეროა, ამიტომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში "ავერსის" წვლილი უდავოდ დიდია, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

 

 

"ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან 14- წლიანი თანამშრომლობა  გრძელდება და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული შედეგებისთვის.

 

მემორანდუმის ხელმოწერას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაესწრო. ის საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოვიდა მადლიერების გამოსახატავად, რადგან რომ არა "ავერსის კლინიკის" შესანიშნავი ექიმები და უმაღლესი დონის მომსახურება, მხედველობას სამუდამოდ დაკარგავდა.

 

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია და სპორტსმენებს მომავალ  ასპარეზობებზე წარმატება უსურვა.

 

 





მსგავსი სიახლეები
17 მაისი ისტორიაში
"ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან" - ვლადომერ პუტინი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა
თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგები დაიწყო
"ქვეყანაში საკმარისზე მეტი ფქვილის მარაგი არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას" - რასა იუკნევიჩიენე
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
16 მაისი ისტორიაში
„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული" - საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM
"16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ" - მიხეილ ცაგარელი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა
დედაქალაქის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა
გამოცხადდა Rustaveli-DAAD- ის სასტიპენდიო პროგრამის 2022 წლის კონკურსის შედეგები
14 მაისი- თამარობა
შპს „ტერმინალ 1“ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საყმაწვილო სენი" - რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!
თბილისში „ქართველი შინდლერების“ მემორიალი გაიხსნა
რა იცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში - დეტალები
რომელი პროდუქტების მიღება არაა რეკომენდებული უზმოზე