"საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა" - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

ანგარიში ეხება საპროტესტო აქციებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს:

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” განმარტებით, მონიტორინგის გზით მოპოვებული ინფორმაციის გარდა ანგარიშში მოხვდა სხვა ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ეს იქნება სახალხო დამცველის ანგარიშები, მედია, სხვა არასამთავრობო სექტორის მიგნებები და ა.შ.

 

“ადამიანის უფლება ცენტრის” მონიტორინგის შეფასებით, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სასამართლო პროცესები საკმაოდ ბევრია. მონიტორინგში 42 საქმე მოხვდა, მათგან ზოგი დასრულებული, ზოგი კი მომდინარე საქმეებია.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები, ამ საქმეებმა კი, ფაქტობრივად, დაჩრდილა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობა სასამართლო დარბაზებში.

 

“ძალიან მძიმე წელი იყო საქართველოში. იზღუდებოდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ასევე სასამართლო პროცესებშიც იყო დიდი პრობლემები. სამწუხაროდ, სასამართლო რეალურად არ არის დამოუკიდებელი. ბევრმა გარემოებამ ეს აჩვენა და პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა საქართველოში, რაც გავლენას ახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რაც გამოტანილი უნდა იყოს სწორედ ასეთი ტიპის სენსიტიურ საქმეებზე. ხშირად არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ხელწერა და ხშირად არის, რომ საზოგადოებასაც სამართლიანი პროტესტი და კრიტიკა აქვს ამ გადაწყვეტილებების მიმართ”, -აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

 

ანგარიშში შესულ საქმეებს შორისაა: გიგი უგულავას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი რურუას და სამოქალაქო აქტივისტების საქმეები. ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული, 2021 წელს დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები. ანგარიშში ასევე საუბარია სპეცრაზმელების საქმეებზე.

 

გარდა ამისა “ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის ქვეშ დაახლოებით, 30-მდე საპროტესტო აქცია მოექცა, მათ შორის არის “ნამახვან ჰესის” წინააღმდეგ გამართული აქციები, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, მოძრაობა “სირცხვილიას” და სხვა სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგაზინებული აქციები. ანგარიშში საუბარია COVID რეგულაციების წინააღმდეგ მიმართულ აქციებზეც.

 

„ყველაზე სამწუხარო მოვლენად შეიძლება შეფასდეს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, როდესაც ჰომოფობიურმა რადიკალურმა ჯგუფებმა იძალადეს მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშის მიხედვით, იყო უმოქმედობა და რადიკალური ჯგუფების წაქეზება, ასევე იყო პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის განცხადებები, რაც გავლენას ახდენდა ჯგუფების აქტიურ ქმედებებზე. ამავდროულად, 5 ივლისს პოლიცია პრაქტიკულად უმოქმედოდ იყო. ადგილზე არ აკავებდა მოძალადეებს და დაზარალებული ჟურნალისტების გარემოდან გარიდებით იყო დაკავებული. სამწუხაროდ, ამან მოიტანა ის სავალალო შედეგები, რაც ვნახეთ. პოლიცია შედარებით აქტიური 6 ივლისს იყო და ამ დღეს მოხდა მოძალადეების დაკავება. შემდგომში კი უკვე პრობლემურია გამოძიებები”, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

 

კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის” პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებმაც თავიანთი მიგნებებიც წარმოადგინეს.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს