დიპლომატიის ისტორიიდან - ვინ იყო ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"დიპლომატიის ისტორიიდან: ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა....

 

თურქული მასმედია იუწყება, რომ სამხრეთ აფრიკაში (იოჰანესბურგში)  ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი გენერალური კონსულის მეჰმედ რემზი ბეის ცხედარი ისევ თავის პირველ საფლავში გადაასვენეს და ამით "ფეტო"-ელების მოქმედების შედეგი აღმოიფხვრა, ყველაფერი თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდაო. 

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ 2011 წელს ფეთულაჰ გიულენის მომხრეებმა (ანუ ტერორისტებმა, თურქული კანონმდებლობის მიხედვით) მეჰმედ რემზი ბეის ცხედარი იმ მეჩეთის ეზოში  გადაასვენეს, რომელიც მათ მფლობელობაში იყო.

 

2018 წლიდან დაწყებული, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას 4-წლიანი იურიდიული ბრძოლა დაჭირდა, რომ მეჰმედ რემზი ბეი ისევ თავის ძველ განსასვენებელში დაებრუნებინათ - იოჰანესბურგის ბრამფონტეინის სასაფლაოს მუსლიმანურ ნაწილში.

 

https://www.aa.com.tr/.../guney-afrikadaki-son.../2477515

 

18 იანვარს  "ანადოლუს" სააგენტოს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაში ასევე გაკვრით იყო ნათქვამი, მეჰმედ რემზი ბეი საქართველოშიც მუშაობდაო.

 

დავინტერესდი და ზოგიერთი რამ გავარკვიე თურქი დიპლომატის ცხოვრებიდან. აქვე შევნიშნავ, რომ მართალია, მას იურიდიულად საქართველოს სახელმწიფოში არ უმუშავია (იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიაში შედიოდა), მაგრამ მაინც...

 

მეჰმედ რემზი ბეი 1869 წელს დაიბადა სტამბოლში, სახელმწიფო მოსამსახურის ოჯახში. განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა სხვადასხვა საელჩოებში, იცოდა რამდენიმე ენა, მათ შორის რუსულიც, რომელიც ქალაქ ქერჩში ოსმალეთის კონსულად დანიშვნის წინ შეისწავლა. მოგვიანებით იქორწინა რუსი დიპლომატის ქალიშვილზე - ელენაზე. 

 

1907 წლის 6 თებერვალს მეჰმედ რემზი ბეი დაინიშნა ოსმალეთის იმპერიის გენერალურ კონსულად ქალაქ ბათუმში, ხოლო 1911 წლის 7 მარტს - გენერალურ კონსულად თბილისში.

 

1913-1914 წლებში მეჰმედ რემზი ბეის დილომატიური კარიერა გაგრძელდა თეირანში (ირანში), ხოლო შემდეგ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკაში), გენერალურ კონსულად. იმ დროს სამხრეთ აფრიკას დიდი ბრიტანეთი აკონტროლებდა და როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ბრიტანელებმა ოსმალეთის დიპლომატიური მისია, გენკონსულის ჩათვლით (როგორც მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი), ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. 

ჯანმრთელობის გაურესების გამო მეჰმედ რემზი ბეი 1916 წელს გარდაიცვალა, იგი იქვე, იოჰანესბურგში დაკრძალეს, ოჯახის წევრები კი სტამბოლში დაბრუნდნენ,"- წერს სიმონ კილაძე.





მსგავსი სიახლეები
"მოსკოვში, "რენოს" ქარხანაში, "მოსკვიჩებს" გამოუშვებენ" - სიმონ კილაძე
"გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ გვარამია ციხეში ჩაესვა"
"40-მდე დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ აჭიანურებს მათ ევაკუაციას, მოგეზღვება სულ მალე!"
"ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა" - რა შეფასებები მოჰყვა ნიკა გვარამიას დაკავებას
"რუსეთს შესაძლოა წლის ბოლომდე გაზის 50 მილიარდი კუბური მეტრი დაუგროვდეს, რომლის გასაღება არც თუ ისე სწრაფი პროცესია"
არსებობს თუ არა გამოსავალი თურქეთის მიერ ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღების დაბლოკვით
"იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი?"
"თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო" დაემართა ,"ტვ პირველს" - თამთა მეგრელიშვილი
ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების გამოვლინება იყოს
ერთსა გთხოვ მამა-შვილურად - მზე მაგ გულში არ შეცვალო! - ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს
ომი დაღუპავს საქართველოს და ქართველებს!!! - მაია ნიკოლეიშვილი
"რუსეთი უკრაინაშიც დამარცხდება და მსოფლიოც დაისვენებს"- ვაჟა შუბითიძე
"არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის" - გია ნოდია
"ცდებიან ისინი, ვინც თვლის რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანით აქ პოლარიზაცია შემცირდება"
"საქართველო ამას არ იზამს, სანამ აქ ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს" - გელა ზედელაშვილი
"ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს"
"გენერლები და თვითმფრინავები გადამალეს ამ ლაჩრებმა"- ალექსი პეტრიაშვილი
"ეს ყველაფერი სულ ცოტა იმით მორჩება, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ"'
"ომი არ დასრულდება, ვიდრე მთელს უკრაიანს არ გავათავისუფლებთ" - ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი
"ასე ხდება, როდესაც ადამიანის სიტყვა ნიშნავს საქმეს!" - რას წერს ბექა მჭედლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე