„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან" - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.

 

ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.

 

მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი“, - წერს ის. 

 

ცნობისათვის, კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი კულტურის სფეროდან, კერძოდ კი, ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

 

მათივე განმარტებით, შედგენილია პეტიცია, რითაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.





მსგავსი სიახლეები
"ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან" - ვლადომერ პუტინი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა
თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგები დაიწყო
"ქვეყანაში საკმარისზე მეტი ფქვილის მარაგი არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას" - რასა იუკნევიჩიენე
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
16 მაისი ისტორიაში
„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული" - საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM
"16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ" - მიხეილ ცაგარელი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა
დედაქალაქის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა
გამოცხადდა Rustaveli-DAAD- ის სასტიპენდიო პროგრამის 2022 წლის კონკურსის შედეგები
14 მაისი- თამარობა
შპს „ტერმინალ 1“ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საყმაწვილო სენი" - რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!
თბილისში „ქართველი შინდლერების“ მემორიალი გაიხსნა
რა იცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში - დეტალები
რომელი პროდუქტების მიღება არაა რეკომენდებული უზმოზე
გელათის ტაძარს ტენიანობის პრობლემის მოსაგვარებლად დროებითი კონსტრუქციით გადახურავენ - დეტალები