"ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს"- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს.



ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.


 
„თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, თუმცა უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ლავროვმა.


 
ლავროვის განცხადებით, კრემლს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას, მაგრამ „ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა ამ თემაზე ვერ დაიყვანება“.
 
„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.
 
რუსი დიპლომატის განცხადებით, ნატო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ მოსკოვი ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება.
 
ლავროვის თქმით, შეხვედრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მას დაჰპირდა, რომ მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.
 
დღეს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს.





მსგავსი სიახლეები
"რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი „რუსთავი 2-ზე“, დაიწყეს მისი გაკოტრება"- ქადაგიშვილი
მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს - სარჯველაძე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლეტი საქართველოს ეწვევა
"ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის"- ვლადიმერ პუტინი
"ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია"- კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე
"მორიგება, ცეცხლის დროებით შეწყვეტაც კი, როგორც ჩანს გამორიცხულია"
"არესტოვიჩი მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!" - პაატა მანჯგალაძე
"ჩვენ არ ვესწრებით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, რადგან არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან"- ირაკლი კობახიძე
"ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში, მათი წვლილით პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში"- პრემიერი
"სააკაშვილის შეწყალებაზე აზრს არ შევიცვლი"- სალომე ზურაბიშვილი
რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე - გერმანიის საელჩოს განმარტება
"აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს"
"ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს"- ირაკლი ღარიბაშვილი
" ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი"- გოგა ხაინდრავა
"ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"- იუსტიციის მინისტრი "ნაცმოძრაობაზე"
"მაკვირვებს, თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული"- ნიკა მელია
"ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს"- მამუკა არეშიძე
" ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს, ეხმარება უკრაინას"- პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი
ბრიტანეთი და შვედეთი თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან
პუტინის „ბირთვული ვაბანკი“, მისი 4-პუნქტიანი გეგმა და აშშ-ის დაზვერვის შეფის პროგნოზი