"გახარიას პარტია ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებაშია" - რატი იონათამიშვილი

“ეს გარიგება ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე უხარისხო და უშინაარსო, არაპერსპექტიული გარიგებაა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამაშვილმა „ქრონიკასთან“ რეგიონების საკრებულოებში პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსზე საუბრისას.

 

მისი თქმით, ეს ორი პარტია სინამდვილეში არა ღირებულებების გამო, არამედ პირადი, ვიწრო ინტერესების გამო გაერთიანდა.

 

„ამ გუნდის წევრებისგან დღეს კიდევ უფრო მეტად პარადოქსული და აბსურდული განმარტებები მოვისმინეთ, რომ თითქოს ეს არ არის სისტემური კოალიცია, თითქოს, კოალიცია პოლიტიკაში შეიძლება, არსებობდეს სისტემური, ან არასისტემური. მსგავსი დეფინიციები, რასაკვირველია, ბუნებაში არ არსობებს. სინამდვილეში გარიგება არსებობს პოლიტიკაში ან იდეის ირგვლივ და ღირებულებების ირგვლივ, ან პირადი, ვიწრო ინტერესების ირგვლივ. ეს რიტორიკული კითხვაც რომ დავსვათ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი გასცემს პასუხს – ეს ადამიანები სინამდვილეში ღირებულებების გამო ერთიანდებიან თუ კონკრეტული, პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

 

მეორე მხრივ, კიდევ უფრო უხერხულია ისეთი განმარტებები, რომ ცალი ხელით ხელს აწერენ ურთიერთკავშირს, გარიგებას და, მეორე მხრივ, რცხვენიათ და ერიდებათ ამ ყველაფრის. რასაკვირველია, შინაგანად ისინიც გრძნობენ, როგორი უპერსპექტივოა ეს გარიგება, მაგრამ, როგორც ჩანს, ის პირადი მიზნები, რაც ამოძრავებთ ამ შემთხვევაში სხვა დანარჩენს წონის მათ სასწორზე. საბოლოოდ, მსგავსი გაერთიანებები როგორ მთავრდება ქართულ პოლიტიკაში და ზოგადადაც, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და შესაბამის დასკვნას გამოიტანს საზოგადოება.

 

მათი ერთობა ერთისთვისაც და მეორისთვისაც დამაზიანებელია და კიდევ უფრო გაუფასურდება მათი რეიტინგები იმ ამომრჩევლის თვალში, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ მათ, ვინაიდან სახეზეა, რომ ეს ადამიანები ერთი ხელით ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნებიან, რომ თითქოს დაპირისპირებაში არიან „ნაცმოძრაობასთან“, როცა ერთად არიან და ერთ გადაწყვეტილებებს იღებენ და მეორეს მხრივ, კიდევ ყოფნით იმის სითავხედე, რომ უარყონ თითქოს ეს ასე არ არის, რაც უკვე ფაქტია და დადასტურებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა"
"რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი „რუსთავი 2-ზე“, დაიწყეს მისი გაკოტრება"- ქადაგიშვილი
მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს - სარჯველაძე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლეტი საქართველოს ეწვევა
"ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის"- ვლადიმერ პუტინი
"ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია"- კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე
"მორიგება, ცეცხლის დროებით შეწყვეტაც კი, როგორც ჩანს გამორიცხულია"
"არესტოვიჩი მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!" - პაატა მანჯგალაძე
"ჩვენ არ ვესწრებით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, რადგან არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან"- ირაკლი კობახიძე
"ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში, მათი წვლილით პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში"- პრემიერი
"სააკაშვილის შეწყალებაზე აზრს არ შევიცვლი"- სალომე ზურაბიშვილი
რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე - გერმანიის საელჩოს განმარტება
"აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს"
"ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს"- ირაკლი ღარიბაშვილი
" ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი"- გოგა ხაინდრავა
"ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"- იუსტიციის მინისტრი "ნაცმოძრაობაზე"
"მაკვირვებს, თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული"- ნიკა მელია
"ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს"- მამუკა არეშიძე
" ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს, ეხმარება უკრაინას"- პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი
ბრიტანეთი და შვედეთი თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან