"საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ფუნქციას იბრუნებს" - გიორგი ცუცქირიძე

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: ეკონომისტი - გიორგი ცუცქირიძე

 

 

რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, ტრანსციმბირული დერეფნის ფაქტობრივად ჩაკეტვის გამო, რაც  ჩინეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ბელარუსს, პოლონეთსა და გერმანიას აკავშირებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო მთავარი, საქართველო იბრუნებს ისტორიული აბრეშუმის გზის ფუნქციას, რადგან ალტერნატიულ მარშრუტად, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი უკვე რეალობა ხდება, როგორც უმოკლესი გზა აზიიდან ევროპისაკენ. 

 

ნიშანდობლივია, რომ ახალ სამხრეთ ტრანსკასპიურ მარშრუტზე ჩინეთიდან პირველი კონტეინერი უკვე  დაიძრა. 

 

დღეს, მიწოდების ჯაჭვების წყვეტის გამო, რაც გლობალურ ვაჭრობას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ტრანსციმბირული დერეფნის ალტერნატივით ტრანს-აზიურ რკინიგზაში, კავკასიური (ტრანს-კასპიური) შუა დერეფნის შერწყმით, პეკინის გარდა, სისხლხორცეულად დაინტერესებულია როგორც ყაზახეთი და აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, ასევე - ევროკავშირი, რადგან მას ეძლევა კარგი შანსი ტვირთები თავად გადაამისამართოს იგივე დერეფნით ჩინეთისაკენ, რაც თუნდაც ტრანს ციმბირული დერეფნის შემთხვევაში ისედაც პრობლემური იყო, - თუნდაც ტრანსპორტირების  დიდი დროის დანახარჯების გამო.

 

უკვე ცნობილი ხდება, რომ  წამყვანი ევროპული ლოჯისტიკური კომპანიები იწყებენ ოპერირებას საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით. ფინური კომპანია „ნურმინენ ლოჯისტიკი“ ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით გაიტანს, რადგან კომპანიის მენეჯმენტისვე  შეფასებით, ტრანსკასპიური მარშრუტი, რომელიც სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს აერთიანებს, თანამედროვე სატრანსპორტო ქსელების საჭიროებებს პასუხობს, სადაც, დრო და გარემოს დაცვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩინეთიდან ცენტრალურ ევროპაში ტრანსპორტირების დრო სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო გზით. 

 

ახალი მულტიმოდალური დერეფანი შეკრავს, აზია-ევროპის დამაკავშირებელ „აბრეშუმის რკინის გზის“ ამ ახალ მარშრუტს, (ლიანიუნგანი, ჩინეთი-დოსტიკი, ყაზახეთი-აქტაუ, ყაზახეთი-ბაქო, აზერბაიჯანი-თბილისი, საქართველო-ახალქალაქი, საქართველო-ყარსი, თურქეთი-დერინჯე, თურქეთი-ევროპა).

 

ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რასაც ემატება თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი - ხაშურის სარკინიგზო უბნის  დროული დასრულება, რის შედეგადაც,  საქართველოზე გამავალი ისტორიული აბრეშუმის გზის  ამოქმედებით,  შუა დერეფნის ტვირთბრუნვის ზრდით, მაქსიმუმ ორ კვირაში, შესაძლებელი იქნება, ტვირთები უკვე შევიდეს ევროპაში, მათ შორის - მდინარე დუნაის გავლით, ჩინეთიდან პირდაპირ გერმანიაში, რეგენსბურგის პორტში იყოს ჩატანილი. 

 

შუა დერეფნის საქართველოზე გადმოტანა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გარდა სატრანსპორტო ჰაბისა, ქვეყანა იძენს კარგ პერსპექტივებს გახდეს რეგიონული ფინანსური და ლოჯისტიკური ჰაბიც, რაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ევროპული კომპანიების ნაწილის წარმოების რევოკაციასაც შეუწყობს ხელს. 

 

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის შევსებაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი.  და იმ დროს როდესაც ქვეყანა იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, ახალ განზომილებაში, ოპოზიციის დიდი ნაწილი  ამ თემებზე პოზიციონირების მაგივრად, კვლავ დესტრუქციაზე, საქართველო-უკრაინას შორის და მთლიანობაში დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვაზე არის გადართული, სანქციების თემის სპეკულაციაც ამ მიზანს ემსახურება.  

 

ამის ნათელი დადასტურება კი ის განულებული რეიტინგები და ელექტორალური სკეპტიციზმია, რასაც მათ საერთაშორისო ორგანიზაციები სამართლიანად უწერენ.





მსგავსი სიახლეები
რუსეთს საუკუნის დეფოლტისგან რამდენიმე საათი აშორებს - Bloomberg
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9355 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივნისისთვის
"Credit Suisse-ის საქმეში საქართველეოს ბიძინა ივანიშვილის ზარალმა იმატა" - Bloomberg-ი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივნისისთვის
"ეს არის უკრაინის ომის ეფექტის პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე" - გიორგი ცუცქირიძე
"ქვეყანაში საჭიროა თვითმყოფადი სოფლის მეურნეობის არსებობა" - რა გამოწვევებზე საუბრობს დარგის ექსპერტი "ჯორჯიან თაიმსთან"
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9239 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივნისისთვის
"აი, ეს არის კლასიკური ვირეშმაკობა" - გია ხუხაშვილი ეროვნული ბანკის განცხადებაზე
"საქართველოში საშუალო ხელფასი 190.3 ლარით გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა" - „საქსტატი“
7 ათასი მანქანა, მოოქროვილი თვითმფრინავი და 1,6-მილიარდიანი სასახლე - როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი სულთანი
თიბისი ონლაინ ბიზნესებს გადახდის მარტივ და ინოვაციურ გზას - ბმულით გადახდას სთავაზობს
“ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია აშკარად მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული რომ იყო, მარინა კალიურანდმა დაადასტურა”- ცუცქირიძე
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9631 ლარი გახდა
კახა ლაბუჩიძემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა