"ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში, მათი წვლილით პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში"- პრემიერი

ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, თამარის ეპოქა და შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.

 

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, თამარობას, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.

 

ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.

 

წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა.

 

ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.

 

რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა"
"მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა, რაც ყველაზე მძიმე და ამაზრზენია"
,, ეს იგივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს"– გიორგი გამსახურდია
,,დღეიდან იცოდეთ როცა ტალახს ესვრით სხვას,თავად გრჩებათ ხელები ტალახიანი'' - ნინო ჯღარკავა
,,თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში'' - მამუკა მდინარაძე
"ვერ ვიტან იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოს წინააღმდეგ ხდება" - მიხეილ გორბაჩოვი
,,ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში'' - ირაკლი კობახიძე
"მართლა რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას ბოლო ლურსმანი დაეჭედება"– ამირან სალუქვაძე
,, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა, დღეს მისი ფულის დაყადაღებას ითხოვს'' - სანდრო ბრეგაძე
,,ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ'' - მაია ბითაძე
ვისი აზრები “ემთხვევა” ერთმანეთს და ვინ შეიძლება იყოს აქციების მთავარი დირიჟორი?
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება" - შარლ მიშელი
,,საქართველოს სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული'' - ვიოლა ფონ კრამონი
,,მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობა'' – ნიკა მელია
„G7-ის სამიტმა რუსეთს მეტი სანქციებით, უკრაინას კი მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს“ - დმიტრო კულება
,,ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს'' - ზურაბ ქადაგიძე
,,ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ?''- ლევან ნიკოლეიშვილი
„შესაძლოა, კანდიდატის სტატუსით სამუდამოდ მოსაცდელ ოთახში იყვნენ'' - ვიოლა ფონ კრამონი
„ზელენსკი ოლიგარქია? მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე ...“ - კახა კახიშვილის შეფასება
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ