"16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ" - მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

 

როგორც ასტროლოგი განმარტავს, ამ დღეს “ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროზი მოიმატებს, შეიძლება, ზოგს დეპრესიული ელემენტები გაუჩნდეს”.


მისივე თქმით, დღეს, 16 მაისს, ასევე ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, გეომაგნიტური დღეებია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა წნევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

„დღეს რთული დღე გვაქვს – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. ნუ ვიხმაურებთ, რადგან ემოცია საკმაოდ მაღალია, რამაც, შეიძლება, კონფლიქტი, დაპირისპირება შექმნას და რაიმე სახის გაუგებრობები გამოიწვიოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროზი მოიმატებს, შეიძლება, ზოგს დეპრესიული ელემენტები გაუჩნდეს. ფსიქიატრებმა კარგად იციან, მთვარის დაბნელებაზე რა ემართებათ პაციენტებს – როგორ ნერვიულდებიან და ღიზიანდებიან.

 

დღევანდელი დღე ფრთხილად გავიაროთ, არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი არ დავიწყოთ, არავითარი სარისკო მოქმედება, ზედმეტი გადაღლა და გადატვირთვა! ენერგია ბევრი მოდის, მაგრამ ამ ზედმეტმა ენერგიამ, შეიძლება, ადვილად შექმნას კონფლიქტი ან სისულელე გაგვაკეთებინოს, რადგან ზოგიერთმა ახალგაზრდამ არ იცის, თუ სად წაიღოს ეს ენერგია და ეს ან ჯირითში გადავა, ან რაღაც კონფლიქტში, საქმის გარჩევაში და ა.შ. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სატანური დღეა. რისკჯგუფში განსაკუთრებით არიან კურო და მორიელი, შემდეგ – მერწყული და ლომი. მათ დღეს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე სჭირდებათ.

 

დღეს მოვერიდოთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ზედმეტი ეჭვიანობა, სიჯიუტე, სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, წყენის დამახსოვრება, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი და ა.შ. დღევანდელი დღის „შლეიფი“, ნაწილობრივ, ხვალინდელზეც გადავა“, – თქვა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და დასძინა, რომ 18 მაისიდან დედამიწა შედარებით პოზიტიურ ველში გადავა.





მსგავსი სიახლეები
გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა
27 ივნისი ისტორიაში
რეგიონები სტიქიას ებრძვიან - როდის გამოიდარებს საქართველოში
"გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაადგილებას აპირებთ, არ გაბედოთ!"- გაფრთხილება მძღოლებს
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
პლეხანოვზე გაზრდილი რუსი დიპლომატი და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი facebook ზე წერს
26 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი ამინდები
ბურთს მე ვაჩუქებ და ხელი ვინმე თბილისში დაბადებულმა მოაწეროს“ - სამტრედიელი მერის პასუხი „კარენოი“ თბილისელს
ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს
,,არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე?
ლიტურგიის დროს რუსეთის პატრიარქს ფეხი აუცურდა და დაეცა
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
ახალი წიგნი ახალი ხედვით - კავკასიის ხალხების თანამედროვე ისტორია
"დიახ, ეს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორიაა და მე ევროპელი ვარ" - გოდერძი შარაშია