„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული" - საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM

 

საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM  სქართველოსაქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.  


სტატია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და BOARDROOM-ის თანამშრომლობით მომზადდა. BOARDROOM –ის ჟურნალში დეტალურად აღწერილია ქვეყნის ტურისტული მიმართულება, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.  BOARDROOM მკითხველს დეტალურად აცნობს  საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. სტატიაში აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი ზომის კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი.


„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული, ხოლო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა უსაფრთხოების კუთხით.  ყოველწლიურად ქვეყანაში 17 საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიება ეწყობა, რომელსაც საშუალოდ 400- 500 დელეგატი ესწრება. საქართველოში ტურიზმი ზრდას განაგრძობს და ქვეყანა უფრო მეტ  ბიზნეს ღონისძიებას იზიდავს.


2019 წელს თბილისმა  მსოფლიო გიდების ასოციაციების მე-18 საერთაშორისო კონგრესს (WFTGA) უმასპინძლა.  ღონისძიებას 70 ქვეყნიდან 300 გიდი და დელეგატი ესწრებოდა.


თბილისი ქვეყნის საკონვენციო ღონისძიებების ცენტრად არის მიჩნეული, მაგრამ  კონფერენციების გასამართად ადგილის დამკვიდრებას სხვა ქალაქებიც იწყებენ,  მაგალითად ბათუმში 2023 წელს „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.  საერთაშორისო ღონისძიებებს სასტუმროები მასპინძლობენ, 2024 წლისთვის ბათუმში კიდევ 6 ახალი სასტუმრო გაიხსნება.  ბათუმმა უკვე უმასპინძლა  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიებაში ევროკავშირისა და 6 პარტნიორი ქვეყნის ბიზნესმენები მონაწილეობდნენ“.-წერს  BOARDROOM საქართველოს შესახებ. 

 

საკონვენციო მიმართულების საერთაშორისო ჟურნალი და ონლაინ პლატფორმა BOARDROOM და აერთიანებს 100 000 მეტ ასოციაციას, საკონვენციო ბიუროს, ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას და ინდუსტრიის შესაბამის წარმომადგენლებს.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა
27 ივნისი ისტორიაში
რეგიონები სტიქიას ებრძვიან - როდის გამოიდარებს საქართველოში
"გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაადგილებას აპირებთ, არ გაბედოთ!"- გაფრთხილება მძღოლებს
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
პლეხანოვზე გაზრდილი რუსი დიპლომატი და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი facebook ზე წერს
26 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი ამინდები
ბურთს მე ვაჩუქებ და ხელი ვინმე თბილისში დაბადებულმა მოაწეროს“ - სამტრედიელი მერის პასუხი „კარენოი“ თბილისელს
ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს
,,არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე?
ლიტურგიის დროს რუსეთის პატრიარქს ფეხი აუცურდა და დაეცა
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
ახალი წიგნი ახალი ხედვით - კავკასიის ხალხების თანამედროვე ისტორია
"დიახ, ეს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორიაა და მე ევროპელი ვარ" - გოდერძი შარაშია