"ქვეყანაში საკმარისზე მეტი ფქვილის მარაგი არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს.

 

„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,"- აღნიშნა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
27 ივნისი ისტორიაში
რეგიონები სტიქიას ებრძვიან - როდის გამოიდარებს საქართველოში
"გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაადგილებას აპირებთ, არ გაბედოთ!"- გაფრთხილება მძღოლებს
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
პლეხანოვზე გაზრდილი რუსი დიპლომატი და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი facebook ზე წერს
26 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი ამინდები
ბურთს მე ვაჩუქებ და ხელი ვინმე თბილისში დაბადებულმა მოაწეროს“ - სამტრედიელი მერის პასუხი „კარენოი“ თბილისელს
ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს
,,არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე?
ლიტურგიის დროს რუსეთის პატრიარქს ფეხი აუცურდა და დაეცა
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
ახალი წიგნი ახალი ხედვით - კავკასიის ხალხების თანამედროვე ისტორია
"დიახ, ეს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორიაა და მე ევროპელი ვარ" - გოდერძი შარაშია
სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს