"დიდი თამაშები" და საქართველო (ნაწილი მეხუთე)

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი - გიორგი ცუცქირიძე


 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ აშშ-მ მოსკოვი და პეკინი „ყოვლად არალიბერალური“ მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად ძალის გაერთიანებაში დაადანაშაულა და იქვე იქნა აღნიშნული, რომ მეორეს მხრივ, ეს შესაძლებლობა ქმნიდა ჩინეთისთვის, გამოეყენებინა თავის ხელთ არსებული ბერკეტები, რათა ვლადიმერ პუტინს, უარი ეთქვა უკრაინაში ინტერვენციაზე ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს რუსეთსა და ჩინეთს შორის ე.წ  „შეუზღუდავი“ პაქტის ხელმოწერის გათვალისწინებით.

 

დღეს, როდესაც რუსული ბლიც კრივი მთლიანად ჩავარდა და რუსეთი რეალურად უკვე აგებს ამ ომს, რასაც თუნდაც ბოლო დღეების საომარი მოქმედებების ქრონიკაც მოწმობს, საინტერესოა ჩინეთის პოზიციონირება გლობალურ კონტექსტში.

 

ადრეც აღვნიშნე, რომ  რუსეთის წაგება  ჩინეთს აწყობს კიდევაც, რადგან მას საშუალებას მისცემს არა უბრალოდ გააფართოოს გაყიდვების ბაზარი, და გაზარდოს გავლენა მოსკოვზე, არამედ  ციმბირის ტერიტორიების ექსპანსიასთან ერთად,  შეიძინოს   რუსული საწარმოები, ანუ რეალურად გახდეს პოსტ საბჭოთა აზიაში  მთავარი მოთამაშე დასავლური იზოლაციის პირობებში.

 

ელემენტარულად, ჩინეთის ეკონომიკა გაცილებით ღიაა გლობალურ მასშტაბში, ვიდრე თუნდაც რუსეთის ეკონომიკაა და ამიტომაც ჩინეთი არ წავიდა რუსულ თამაშზე.

 

ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში წამყვანი ქვეყანა კოვიდ პანდემიურ შოკამდე იყო აშშ, სავაჭრო ბრუნვით 583 მილიარდი აშშ დოლარი, სადაც ჩინეთს ჰქონდა დადებითი სავაჭრო ბალანსი 275 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ ჩინური ექსპორტი შეადგენდა 430 მილიარდ აშშ დოლარს, რაც განაპირობებს ჩინური იუანის კონვერტირებადობასთან ერთად დასაქმების მაღალ მაჩვენებელსაც!

 

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, მეორე ადგილზეა ევროკავშირი, 573 მილიარდი აშშ დოლარით, სადაც ექსპორტი შეადგენს 375 მილიარდ აშშ დოლარს , ასევე  177 მილიარდიანი დადებითი სავაჭრო ბალანსით.

 

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში წამყვანი ქვეყნების ათეულში არიან იაპონია,  სამხრეთ კორეა, ავსტრალია, და ინდოეთი რომლებიც დღეს აშშ-ის ორივე წამყვანი გეო პოლიტიკური ღერძის-AUKUS -ის (ვაშინგტონი-ლონდონი -კანბერა) და ვაშინგტონი, ტოკიო, ნიუ დელი და კანბერა ე. წ. QUAD-ის ალიანსებს წარმოადგენენ! რუსეთი მხოლოდ მეთორმეტეა 84 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვით.

 

ვაშინგტონის ცნობილი კვიტენციაც - რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ან ხართ ჩვენს მხარეს ან ჩვენს  წინააღმდეგ.  ანუ თქვენი არჩევანი არის  ან „ცივილიზაციისაკენ, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, და რომელსაც ეწინააღმდეგება რუსეთი“ და „ბარბაროსი ავტოკრატები“ ან მათ მხარეს!

 

შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, ჩინეთი სანქციების არ შეერთების სანაცვლოდ, რას მოითხოვს დასავლეთისაგან და პირველ რიგში აშშ-სგან, რაც დააჩქარებს რუსეთის ფედერაციის დაცემას და უამრავ პრობლემას შეუქმნის მას უსაფრთხოების, საგარეო ვაჭრობისა და ფინანსების სფეროში. თუ ვაჭრობაც შედგა რუსეთის გაყოფისას დასავლეთთან, ჩინეთი თავის წილს ციმბირში და შუა აზიაში ისედაც მოითხოვს, თუნდაც ტაივანის სანაცვლოდ!

 

აქედან გამომდინარე, ჩინეთისთვის, უკრაინის ომი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, ძალთა გლობალური ბალანსის შესაცვლელად. როგორც ამ მოხსენების მესამე ნაწილში აღვნიშნე, მთლიანად იცვლება გეოპოლიტიკური რუკაც, უკვე აშკარაა, რომ ტრანსციმბირული დერეფანი, რუსული პორტებით  დიდი ხნით დაიკეტა. ძალზე საგულისხმოა ჩინეთის პოზიცია, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მარტის თვიდან მოყოლებული, ჩინეთს რუსეთთან ენერგორესურსების გადამუშავების ახალი კონტრაქტები არ დაუდია, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი პეკინს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს. შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება შუა დერეფნის პოლიტიკური დატვირთვა. 

 

ამიტომაც ექსპერტული აზრი სავსებით სწორად ითვალისწინებს, რომ უკრაინის ომი და რუსეთის დასავლეთისგან იზოლაცია ჩინეთს აძლევს „ოქროს წილს“: რუსეთზე ეკონომიკური და ფინანსური გავლენის ბერკეტს და გრძელვადიან პერსპექტივაში პეკინის გავლენის გაძლიერებას რუსეთის ფედერაციაზე ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილებისას. 

 

ამ ახალ გეოსტრატეგიულ ნარატივში ჯდება „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ იგივე ახალი  აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ახალი დატვირთვა,  რაც რუსეთზე გამავალი ტრანს აზიური დერეფნიდან  საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. 

 

ტრანს-აზიური დერეფნის იდეა, სარკინიგზო გადაზიდვების სახით,  რომელიც აზიის კონტინენტს ევროპასთან აკავშირებს, ჯერ კიდევ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა.  

 

ამიტომაც ჩვენ გვიჩნდება ისტორიული შანსი და შესაძლებლობა გლობალურ მოთამაშეთა გეო სტრატეგიული ინტერესების ორგანული ნაწილი გავხდეთ,  სადაც ბუნებრივად იკვეთება როგორც აშშ -ის და ევროკავშირის, ისე ჩინეთის და თურქეთის ინტერესთა თანხვედრა, რეგიონულ ქვეყნებთან ერთად! ბუნებრივია, რისკებიც გაზრდილია და იმედია საქართველო ამჯერად მაინც არ აღმოჩნდება გაბმული დაშლის წინა ფაზაში შესული რუსული იმპერიის მორიგ ხაფანგში, რასაც აქაც და გარეც ბევრი აქტიორი ასე გულმოდგინედ ცდილობს!





მსგავსი სიახლეები
რუსეთს საუკუნის დეფოლტისგან რამდენიმე საათი აშორებს - Bloomberg
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9355 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივნისისთვის
"Credit Suisse-ის საქმეში საქართველეოს ბიძინა ივანიშვილის ზარალმა იმატა" - Bloomberg-ი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივნისისთვის
"ეს არის უკრაინის ომის ეფექტის პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე" - გიორგი ცუცქირიძე
"ქვეყანაში საჭიროა თვითმყოფადი სოფლის მეურნეობის არსებობა" - რა გამოწვევებზე საუბრობს დარგის ექსპერტი "ჯორჯიან თაიმსთან"
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9239 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივნისისთვის
"აი, ეს არის კლასიკური ვირეშმაკობა" - გია ხუხაშვილი ეროვნული ბანკის განცხადებაზე
"საქართველოში საშუალო ხელფასი 190.3 ლარით გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა" - „საქსტატი“
7 ათასი მანქანა, მოოქროვილი თვითმფრინავი და 1,6-მილიარდიანი სასახლე - როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი სულთანი
თიბისი ონლაინ ბიზნესებს გადახდის მარტივ და ინოვაციურ გზას - ბმულით გადახდას სთავაზობს
“ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია აშკარად მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული რომ იყო, მარინა კალიურანდმა დაადასტურა”- ცუცქირიძე
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9631 ლარი გახდა
კახა ლაბუჩიძემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა