თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგები დაიწყო

თბილისის მუნიციალიტეტის საკრებულოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო სამდღიანი ტრენინგები საკრებულოს თანამშრომლებისთვის თემაზე - სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

 

ტრენინგი 16-დან 18 მაისის ჩათვლით წარიმართება.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილე საჯარო მოხელეებს მიესალმნენ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ ლაბუჩიძე. მათ აღნიშნეს რელიგიური ტოლერანტობის, ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის მნიშვნელობა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის და საზოგადოდ, დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.

 

სააგენტოს ცნობით, საჯარო მოხელეებისთვის მიმდინარე ტრენინგის პირველი დღე დაეთმო შემდეგ ისეთ თემების, როგორიც არის საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა. ტრენინგის პირველ დღეს მომხსენებელი იყო რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. საქართველოში გავრცელებული რელიგიების შესახებ ისაუბრა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ, ხოლო სეკულარიზმსა და რელიგიურ ნეიტრალიტეტზე სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა და ამავე სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძე ისაუბრეს.

 

სააგენტოს განცხადებით, ტრენინგი ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მისი მიზანია საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში.

 

„2016 წელს, რელიგიის სააგენტომ კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გამოსცა პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეთათვის - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“, რომლის მიზანიც არის სახელმწიფოს ერთიანი რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში, სეკულარული მმართველობისა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
27 ივნისი ისტორიაში
რეგიონები სტიქიას ებრძვიან - როდის გამოიდარებს საქართველოში
"გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაადგილებას აპირებთ, არ გაბედოთ!"- გაფრთხილება მძღოლებს
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
პლეხანოვზე გაზრდილი რუსი დიპლომატი და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი facebook ზე წერს
26 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი ამინდები
ბურთს მე ვაჩუქებ და ხელი ვინმე თბილისში დაბადებულმა მოაწეროს“ - სამტრედიელი მერის პასუხი „კარენოი“ თბილისელს
ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს
,,არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე?
ლიტურგიის დროს რუსეთის პატრიარქს ფეხი აუცურდა და დაეცა
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
ახალი წიგნი ახალი ხედვით - კავკასიის ხალხების თანამედროვე ისტორია
"დიახ, ეს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორიაა და მე ევროპელი ვარ" - გოდერძი შარაშია
სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს