
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლეტი საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, უწყების ცნობით, დერეკ შოლეტი საქართველოში 18-19 მაისს ჩამოვა ქართველ პარტნიორებთან კონსულტაციების გასამართად ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი შეხვედრებს გამართავს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათთან განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და იმას, თუ როგორ განვითარდეს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ.
საქართველომდე დერეკ შოლეტი მოლდოვაში ჩავა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენას, ასევე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობას. ასევე, შოლეტი შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეტის ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ.
საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება
მსგავსი სიახლეები



















