7 ათასი მანქანა, მოოქროვილი თვითმფრინავი და 1,6-მილიარდიანი სასახლე - როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი სულთანი

ჰასანალ ბოლკია 28 მილიარდ დოლარიან იმპერიას ფლობს. არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ის თავის სიმდიდრეს იშვიათი ფუფუნების საგნებში ხარჯავს.

 

ჰასანალ ბოლკია იბნი ომარ ალი საიფუდიენ III, უფრო ცნობილი როგორც ჰასანალ ბოლკია, ბრუნეის სულთანი 1967 წლიდან გახდა. 1984 წელს მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტიც დაიკავა. სულთანი, რომელმაც სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა, 1980 წლამდე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ მისი ქონება ყოველ წელს იზრდება.

 

მისი ქონების ძირითადი წყარო ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგია. სულთანი ასევე გამოიმუშავებს ფულს ოქროს მაღაროებიდან.

 

წარმოგიდგენთ ბრუნეის სულთნის გიგანტურ იმპერიას:

 

 

dfhreiei-1651238054.jpg

 

მანქანების კოლექცია


წარმოიდგინეთ, რომ გქონდეთ 7000 მანქანა, სადაც თითოეული მათგანი შეიცავს ოქროს! ასეთი ერთი შეხედვით ზღაპრული კოლექცია, ბრუნეის სულთანს ეკუთვნის.

 

სულთნის ავტოფარეხში 7000 მდიდრული მანქანა დგას, რომლის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. მის კოლექციაში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა არის ოქროთი დაფარული Rolls-Royce.

 

1990-იან წლებში ბოლკიას ოჯახი ფლობდა მსოფლიოს Rolls-Royce-ის მანქანების 50%-ზე მეტს. იგი ამჟამად 600 Rolls-Royce და 300 Ferrari -ის ფლობს.

 

deehyeru-1651238077.jpg

უძრავი ქონების ხარჯები


ბოლკია ბრუნეის ისტანა ნურულ იმანის სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 200 000 კვ.მ ფართობზე მდებარეობს.

 

სასახლე 1,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც რეკორდული ფასია უძრავ ქონებებს შორის. სასახლის მშენებლობა 1984 წელს დასრულდა, მას აქვს 1 700 საძინებელი, 257 აბაზანა, 110 ავტოფარეხი და ხუთი საცურაო აუზი.

 

t695okrf6o9r9-1651238095.jpg

შთამბეჭდავი ხელოვნების კოლექცია


არცერთი სასახლე არ არის სრულყოფილი ძვირად ღირებული ნახატების გარეშე. ამასთანავე, სულთანი ძვირად ღირებული ხელოვნების მასიური კოლექციონერია.

 

ბოლკიამ მხოლოდ რენუარის ზეთის ტილოში - Two Young Girls At The Piano 70 მილიონი დოლარი გადაიხადა.

 

გარდა ამისა, მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი კოლოსალურ ფულს ხარჯავს საკუთარ გარეგნობაზე. ჰასანალ ბოლკია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თმას.

 

მისი საყვარელი დალაქი ლონდონში, სასტუმრო დორჩესტერში მუშაობს. სულტანი სასურველ ვარცხნილობაში 20 000 დოლარს იხდის და ლონდონში ამისთვის რეგულარულად დაფრინავს.

 

აქსესუარები და გაკვეთილები


Business Insider-ის ცნობით, სულTანმა ოქროთი მოქარგულ ხალიჩაში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. გარდა ამისა, იგი და მისი ოჯახი ფლობს უნიკლაურ ნაკეთობებს, რომლის წარმოდგენაც ალბათ, ბევრს გაუჭირდება.

 

სპორტის მოყვარული, ბოლკია არასოდეს ერიდება მილიონების დახარჯვას საყვარელ თამაშებზე. ერთხელ მან ბადმინტონის მწვრთნელისთვის 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ასევე გადაიხადა შვიდნიშნა თანხა ამერიკელი NFL-ის მოთამაშეების ჰერშელ უოკერისა და ჯო მონტანას ვიზიტებისთვის, რომ მათ შვილებს ფეხბურთი ასწავლონ.

 

kti4rdtj6e-1651238120.jpg

 

კერძო თვითმფრინავები


გასაკვირი არ არის, რომ ძლევამოსილი სულთანი კერძო თვითმფრინავს ფლობს. მას აქვს მის საჭიროებებზე მორგებული კერძო თვითმფრინავების ფლოტი. მათ შორის Boeing 767-200, Airbus A340-200 და Boeing 747-400.

 

Boeing 747-400 არის მოოქროვილი თვითმფრინავი მეტსახელად “მფრინავი სასახლე“, მისი ღირებულება 400 მილიონ დოლარს უახლოვდება.

 

დღესასწაულების მეფე, სულთანი არასოდეს ერიდებოდა მნიშვნელოვანი მომენტების აღსანიშნავად დიდი წვეულებების მოწყობას. 1996 წლის 13 ივლისს ბრუნეის სულთან ჰასანალ ბოლკიას 50 წლის იუბილე გრანდიოზულად აღინიშნა. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული დაბადების დღის წვეულება 27 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. ორკვირიანი ზეიმი ბრუნეიში გაიმართა, წვეულებაზე მიწვეული იყვნენ ისეთი ცნობილი სტუმრები, როგორიცაა პრინცი ჩარლზი. ყველა დამსწრეს ოქროს მედალი გადაეცა.

 

წყარო - therichest.com





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აგვისტოსთვის
ფერმერთა ასოციაცია ელექტრონულ რუკას ქმნის - დეტალები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა
"ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები" - ანრი ოხანაშვილი
ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 აგვისტოსთვის
"ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წელს დაიკარგა"- ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7178 ლარი გახდა
"კავკასიის ლამაზმანი" - ჟურნალი "Biograph" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
უცხოური ვალუტის კურსი 5 აგვისტოსთვის
ნავთობი იაფდება? - რა ღირს საწვავი საქართველოში
"მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია წარმოადგენს"- გიორგი ცუცქირიძე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა
ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა
აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს - ღვინის ეროვნული სააგენტო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აგვისტოსთვის
მიმდინარე კვირაში, საქართველოში კარტოფილის ფასი მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა
"ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას ხელს შეუწყობს" - ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა
თურქეთმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების ჩასვლის სავარაუდო თარიღი დაასახელა