"აი, ეს არის კლასიკური ვირეშმაკობა" - გია ხუხაშვილი ეროვნული ბანკის განცხადებაზე

ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს - ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას იცავს, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.

 

„საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

 

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.

 

ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი და ადეკვატური ქმედებებით ეფექტიანად წარიმართა საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის პროცესი".

 

ამავე დროს, ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ეროვნული ბანკის განცხადებას სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება:

 

"აი, ეს არის კლასიკური ვირეშმაკობა. იდიოტი არავინ არის, რომ საკუთარი სახელით აწარმოოს ტრანზაქციები. ეროვნული ბანკი კი ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ იდიოტები და ამ “არგუმენტს” ვჭამთ…", - წერს ხუხაშვილი. 

 

 





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აგვისტოსთვის
ფერმერთა ასოციაცია ელექტრონულ რუკას ქმნის - დეტალები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა
"ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები" - ანრი ოხანაშვილი
ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 აგვისტოსთვის
"ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წელს დაიკარგა"- ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7178 ლარი გახდა
"კავკასიის ლამაზმანი" - ჟურნალი "Biograph" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
უცხოური ვალუტის კურსი 5 აგვისტოსთვის
ნავთობი იაფდება? - რა ღირს საწვავი საქართველოში
"მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია წარმოადგენს"- გიორგი ცუცქირიძე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა
ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა
აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს - ღვინის ეროვნული სააგენტო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აგვისტოსთვის
მიმდინარე კვირაში, საქართველოში კარტოფილის ფასი მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა
"ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას ხელს შეუწყობს" - ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა
თურქეთმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების ჩასვლის სავარაუდო თარიღი დაასახელა