"ქვეყანაში საჭიროა თვითმყოფადი სოფლის მეურნეობის არსებობა" - რა გამოწვევებზე საუბრობს დარგის ექსპერტი "ჯორჯიან თაიმსთან"

სოფლის მეურნეობის დარგი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, დღეისათვის არაერთი გამოწვევის წინაშეა. 

 

კვლევების თანახმად, სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად, ადამიანური რესურსის არარსებობა სახელდება. ეს კი, ძირითადად,  კვალიფიციურ კადრებსა და მუშახელს ეხება. ცოტაა დარგის ექსპერტიც, ისევე როგორც აგრონომი, ტექნიკოსი და სხვა.

 

იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ რა ძირითადი გამოწვევების წინაშეა დღეს  ზემოხსენებული დარგი, "ჯორჯიან თაიმსი" სოფლის მეურნეობის ექსპერტ - პაატა აროშიძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ  დარგში არსებული პრობლემები რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, თუმცა, მთავარი აქცენტი, ამ ეტაპზე მაინც მუშახელის ნაკლებობას უკავშირდება.

 

- სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები უკვე ათეული წლებია, რაც არსებობს. ის დღესდღეობით არ გამოკვეთილა. უშუალოდ, ამ დარგში რამდენიმე პრობლემაზეა საუბარი. კერძოდ, პირველ პრობლემად სახელდება მცირე მიწიანობა. მაგალითად, როდესაც მიწის რეფორმა ჩატარდა,  ამ ფორმით, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ შეუწყობდა ხელს  დარგის განვითარებას. 

 

მეორე პრობლემა სოფლის მეურნეობის დარგში გახლავთ პროდუქტის მცირე რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დიდძალი თანხები იხარჯება, მაინც არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ გაწეულ ხარჯებს, ძირითადად, ეს არის ხვნა-თესვაზე გაწეული ხარჯი,, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან. შედეგი კი, მაინც არ გვაქვს იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ს მაინც არ აღემატება.

 

სოფლის მეურნეობაში შემდეგი გამოწვევა ხარისხის პრობლემაა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ რეალურად ამ დარგში წარმოებული პროდუქცია ხარისხობრივი მაჩვენებლებით საერთაშორისო სტანდარტებს დიდად ჩამორჩება. ასეთ პროდუქციას კი, ძალიან მცირე გასაქანი აქვს როგორც ევროპის, ისე უცხოეთის ბაზარზე.

 

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ის პრობლემები, რომელსაც სოფლის მეურნეობის დარგი ამ ეტაპზე განიცდის?

 

- ამ ყველაფრის მიზეზი სოფლად არსებული სიტუაცია. ვგულისხმობ იმას, რომ სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდები სოფელში დიდხანს ვერ ჩერდებიან, რადგან მათ იქ ვერ იპოვეს ადგილი და სოციალური განვითარება. ეს კი, საბოლოოდ, ცხადია, სოფლის მეურნეობის დარგზე ისახება. 

 

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ასახვას პოვებს იგივე სურსათის უზრუნველყოფის პრობლემაზეც. აქვე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შემთხვევაში, ეს ძალიან მწვავედ გამოჩნდა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით აქტიური საუბარია მსოფლიოში სურსათის კრიზისზე. ასევე, როგორც ვარაუდობენ, სასურსათო კრიზისი უფრო გაძლიერდება, ამიტომ ასეთ დროს, ქვეყანაში საჭიროა თვითმყოფადი სოფლის მეურნეობის არსებობა. მიმაჩნია, რომ ასეთ დროს საჭიროა ადგილობრივი სურსათის უზრუნველყოფის ძალიან მაღალ დონეზე აყვანა.


- არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი დამაბრკოლებელი მიზეზები ადამიანური რესურსებია. კერძოდ, აგრობიზნესის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე. თქვენი აზრით, რატომ განიცდის ეს დარგი როგორც პროფესიონალური კადრების, ასევე მუშახელის ნაკლებობას?

 

-  შეიძლება ვთქვათ, რომ ამის მიზეზი ახალგაზრდა თაობაა, რომლებმაც ძველი უნდა შეცვალოს. ადრე თუ სოფლად გამოცდილი და კვალიფიციური აგრონომი არსებობდა, დღეს ასე აღარ არის. ამ დარგში ადრე თუ სხვადასხვა საცდელი და მეცნიერული ექსპერიმენტები ტარდებოდა და ახალი ნიმუშების გამოყვანა ხორციელდებოდა, დღეს ახალგაზრდებს ამის არანაირი ინტერესი აღარ აქვთ. 

 

შეიძლება ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის დარგში დიპლომი ჰქონდეთ, მაგრამ, სრულიად სხვა სფეროში მოღვაწეობდნენ. გამოდის, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა თაობას სოფელი ნაკლებად აინტერესებს.

 

რაც შეეხება მუშახელის ნაკლებობას... ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ არსებობს სხვადასხვა პროგრამები, რის გამოც, ქართველები საზღვარგარეთ სამუშაოდ ლეგალურად თუ არალეგალურად მიდიან. ასევე, გვესმის, რომ ქართველი მუშახელი თურქეთში ჩაისა თუ თხილის პლანტაციებში სეზონური სამუშაოსთვის გადადის, თუმცა ეს არანაირად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთმა პერსონალმა იქ მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩამოიტანონ.

 

-  ქვეყანაში უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონეა. ქართველი მუშახელი კი, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს საძიებლად უცხოეთში მიდის. თქვენი აზრით, მუშახელისა თუ კვალიფიციური კადრის ნაკლებობა ანაზღაურებასთან პირდაპირ კავშირშია?

 

- რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ანაზღაურებაა. როგორც ცნობილია, საქართველოში გაცილებით დაბალია მუშახელის ანაზღაურება, ვიდრე - უცხოეთში. ახალგაზრდას, რომელიც უცხოეთში მსგავს სამუშაოზე წავა და იქ დასაქმდება,  არანაირად არ უღირს საქართველოში დაბალ ანაზღაურებაზე ფიზიკური შრომის გაწევა. ასეთ მუშახელს ურჩევნია თურქეთში თვე-ნახევრით წავიდეს და იქ მაღალი ანაზღაურებით იმუშაოს, ვიდრე აქ, თუნდაც საკუთარი მოსავალი აიღოს. აი, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში სოფლის მეურნეობის დარგში, კვალიფიციური კადრის ნაკლებობას იწვევს.

 

მაგალითად, რომელიმე სოფელში გინახავთ, რომ აგრონომი მისულა და ნიადაგის სინჯები შეუმოწმებია? ლაბორატორიულად ამ ყველაფრის შემოწმება ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ, ამას კერძო პირი ვერ გასწვდება. ანუ,  სხვადასხვა მეცნიერული თუ ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. მაგრამ სამწუხაროდ, ამას არავინ აკეთებს. ეს კი, პირდაპირ ისახება მოსავლიანობაზე,ხარისხზე და ა.შ. 

 

თუმცა, ამ ყველაფერს მაინც და მაინც კვალიფიციური კადრების ნაკლებობასაც ნუ დავაბრალებთ. პროფესიონალი კადრების პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია ოთხ წელიწადში, ნუ თუ ჩვენი ახალგაზრდობა სოფლის მეურნეობით დაინტერესდება. 

 

- რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა განვითარდეს? - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის?

 

- განვლილმა პერიოდმა გვიჩვენა ის, რომ მარტო ფინანსური მიმართულების გაძლიერება და სუბსიდირება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, არასაკმარისია. ბოლო პერიოდის განმავლობაში, 2 მილიონი ლარია დახარჯული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედეგი პრაქტიკულად არ გვაქვს. საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები, განათლება, ფინანსური და სოფლის მეურნეობის მეცნიერული დაგეგმარება. აი, ეს არის ის მთავარი კომპონენტები, რაც უზრუნველყოფს შედეგიანობას რაოდენობრივად და ხარისხის თვალსაზრისითაც. აქედან თუ ერთ-ერთი კომპონენტი ამოვარდა, პრაქტიკულად ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. 

 

/თეო მჟავანაძე/





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აგვისტოსთვის
ფერმერთა ასოციაცია ელექტრონულ რუკას ქმნის - დეტალები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა
"ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები" - ანრი ოხანაშვილი
ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 აგვისტოსთვის
"ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წელს დაიკარგა"- ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7178 ლარი გახდა
"კავკასიის ლამაზმანი" - ჟურნალი "Biograph" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
უცხოური ვალუტის კურსი 5 აგვისტოსთვის
ნავთობი იაფდება? - რა ღირს საწვავი საქართველოში
"მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია წარმოადგენს"- გიორგი ცუცქირიძე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა
ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა
აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს - ღვინის ეროვნული სააგენტო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აგვისტოსთვის
მიმდინარე კვირაში, საქართველოში კარტოფილის ფასი მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა
"ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას ხელს შეუწყობს" - ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა
თურქეთმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების ჩასვლის სავარაუდო თარიღი დაასახელა