"ეს არის უკრაინის ომის ეფექტის პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე" - გიორგი ცუცქირიძე

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

 

კვარტალური კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის მიმართულებით დაზუსტდა ყოველთვიური შეფასებების საფუძველზე დაანგარიშებულ აღნიშნული პერიოდის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამიტომაც არის, რომ ყოველკვარტალური მონაცემები გაცილებით პრიორიტეტულ და ზუსტ სურათს იძლევა ყოველთვიურ მონაცემებთან შედარებით. 

 

შესაბამისაად, ყოველკვარტალურად ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის დაზუსტება კვარტალური კვლევის შედეგების მიხედვით. ყოველკვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის პირველ კვარტალში 14.9 პროცენტი შეადგინა. 

 

ნიშანდობლივია, რომ პირველი კვარტლის დაზუსტებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა უკვე 11.1%-ია.

 

2022 წლის პირველ ეკონომიკური აქტივობის რეალური ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში. 

 

 აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტლის შემდეგ რეალური ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორშიც.

 

ნომინალურმა მშპ-მ 2022 წლის პირველ კვარტალში 14,354.9 მილიონი ლარი (4,610.4 მილიონი აშშ. დოლარი) შეადგინა. მშპ ერთ სულზე კი 3,891.6 ლარს (1,249.9 აშშ. დოლარს) გაუტოლდა.

 

ამასთან, 2022 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის (14.8 პროცენტი), შემდეგ  დამამუშავებელი მრეწველობის (12.0 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების (10.1 პროცენტი), მშენებლობის (7.1 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობებისა (6.3 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის (5.6 პროცენტი) სექტორებს ეჭირა.

 

გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, პირველ ხუთ თვეში ეკონომიკურ ზრდაში კვლავ მნიშვნელოვან პოზიციას ექსპორტი იკავებს. მაისში ექსპორტი 54.3%-ით გაიზარდა და 524.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს (რე-ექსპორტის გამოკლებით) იგი სარეკორდო 63.3 პროცენტით გაიზარდა და 391.9 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 74.7 პროცენტს გაუტოლდა. 

 

2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 6,933.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.4 პროცენტით მეტია.

 

2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო დეფიციტი 733.3 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 2,709.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში სავაჭრო დეფიციტი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1 პროცენტით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

 

ქვეყნების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მაისში  ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 37.8%-ით და 344.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 175.2%-ით და 138.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), პერუში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 16-ჯერ მეტად და 86.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ბულგარეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 84.9%-ით და 175.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 45.3%-ით და 183.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სომხეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 53.2%-ით და 64.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 48.5%-ით და 48.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) შვეიცარიასა და (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 39.8%-ით და 38.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა). 

 

რაც შეეხება რუსეთს, რაზეც ოპოზიციას დღემდე ერთი ამბავი აქვს ატეხილი, ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა მხოლოდ  2.0 %-ით და 186.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო  იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი სულაც  შემცირდა  უკრაინაში (28.6%-ით და 43.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ესეც არის უკრაინის ომის ეფექტის პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, რუსეთისათვის ყოველგვარი დამატებითი სანქციების დაწესების გარეშე, რაც ე.წ შავი ხვრელების თემას წმინდა ფეიკ ნიუსების კატეგორიაში ამყოფებს!





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აგვისტოსთვის
ფერმერთა ასოციაცია ელექტრონულ რუკას ქმნის - დეტალები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა
"ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები" - ანრი ოხანაშვილი
ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 აგვისტოსთვის
"ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წელს დაიკარგა"- ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7178 ლარი გახდა
"კავკასიის ლამაზმანი" - ჟურნალი "Biograph" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
უცხოური ვალუტის კურსი 5 აგვისტოსთვის
ნავთობი იაფდება? - რა ღირს საწვავი საქართველოში
"მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია წარმოადგენს"- გიორგი ცუცქირიძე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა
ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა
აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს - ღვინის ეროვნული სააგენტო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აგვისტოსთვის
მიმდინარე კვირაში, საქართველოში კარტოფილის ფასი მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა
"ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას ხელს შეუწყობს" - ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა
თურქეთმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების ჩასვლის სავარაუდო თარიღი დაასახელა