„ძალიან მინდა პანსიონატის ეზოში პატარა სალოცავის აშენება“ – რა ნატვრა აქვს მოხუცებულთა თავშესაფარ „ბასილიადას“ ხელმძღვანელს

21 ივნისს, ხანდაზმულთა პანსიონატი ,,ბასილიადა" 8 წლის გახდა. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელი რუსუდან ბერიძე აცხადებს, ამ ეტაპზე, მის ჭერქვეშ 40-მდე მოხუცი ცხოვრობს. მან ოცნება აისრულა და საკუთარ სახლში ეს ადამიანები დიდი სიყვარულისა და მზრუნველობის ქვეშ გააერთიანა. 

 

 

მოხუცებულთა თავშესაფარ „ბასილაიდას“, პურის კომპანია „მზეთამზეს“ წარმომადგენლებმა, 8 წლის იუბილე, საკუთარი პროდუქტითა და სიმბოლური, საიუბილეო ტორტით მიულოცეს. კომპანიის წარმომადგენლებმა, „ბასილიადას“ მოხუცებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

 

„ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, - რა სურვილები აქვს პანსიონატის ხელმძღვანელს საიუბილეოდ და ამ კითხვით,  რუსუდან ბერიძეს მიმართა. 

 

 

რუსუდან ბერიძემ პანსიონატის არსებობის რთული პერიოდი გაიხსენა. მადლობა გადაუხადა ზოგჯერ მისთვის სრულიად უცხო ადამიანებს, ვინც უანგაროდ ეხმარებიან  და ის დიდი სურვილიც გაგვიმხილა, რასაც, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ნატრობს.

 

 

„ზუსტად 8 წლის წინ, 21 მაისს, პანსიონატში პირველი ადამიანი მოვიდა და საკუთარი თავი მანდო.  


ამ გადასახედიდან რომ ვიხსენებ, სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია გავიხსენო, რა სირთულეები გავიარეთ, რა გადავლახეთ... აქ, სადაც ახლა ვიმყოფებით, ნაგავსაყრელი იყო. მას შემდეგ მოვყვებით და ვაკეთებთ ინფრასტრუქტურას, საკუთარი ხელით ვარემონტებთ და ვალამაზებთ აქაურობას. 


ის ყველაფერი, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, 8 წლის წინ, მხოლოდ ჩემს ოცნებაში იყო. ჩემი და მოხუცების ხელშეწყობით, ეს ოცნება რეალობად ვაქციეთ და აქამდე მოვიყვანეთ. ისიც, რომ გავბევრდით და დღეს, აქ 40-მდე მოხუცი ცხოვრობს, ასევე, ჩემი ოცნების ნაწილია...


მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანებს, ვინც ამ კეთილი საქმის კეთებაში ხელი შემიწყო და უანგაროდ დამეხმარა. ამის მაგალითია დღევანდელი დღეც. 


რადგან დაბადების დღეზე სურვილებს ვამბობთ ხოლმე, ჩემს ერთ მოკრძალებულ სურვილს გაგიმხელთ: ძალიან მინდა, პანსიონატის ეზოში პატარა სალოცავის აშენება, სადაც, ჩემი მოხუცები, საკუთარი ძალებით მოსვლასა და ლოცვას შეძლებენ. ზოგი ეტლით მოვა, ზოგიც - საკუთარი ფეხით. მჯერა, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ სურვილს ამისრულებს“, - განაცხადა რუსო ბერიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.  





მსგავსი სიახლეები
გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა
27 ივნისი ისტორიაში
რეგიონები სტიქიას ებრძვიან - როდის გამოიდარებს საქართველოში
"გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაადგილებას აპირებთ, არ გაბედოთ!"- გაფრთხილება მძღოლებს
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
პლეხანოვზე გაზრდილი რუსი დიპლომატი და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი facebook ზე წერს
26 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი ამინდები
ბურთს მე ვაჩუქებ და ხელი ვინმე თბილისში დაბადებულმა მოაწეროს“ - სამტრედიელი მერის პასუხი „კარენოი“ თბილისელს
ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს
,,არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე?
ლიტურგიის დროს რუსეთის პატრიარქს ფეხი აუცურდა და დაეცა
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
ახალი წიგნი ახალი ხედვით - კავკასიის ხალხების თანამედროვე ისტორია
"დიახ, ეს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორიაა და მე ევროპელი ვარ" - გოდერძი შარაშია