"ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად" - ანი წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილს

ბატონო პრემიეროთი აღარ მოგმართავთ, რადგან თქვენ არ ხართ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - როგორც ჩანს, 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად , - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარმოადგენს პარლამენტში.

 

დეპუტატის განცხადებით, 10 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევდა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

 

„ბატონო პრემიეროთი" აღარ მოგმართავთ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. თქვენ ხართ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დანიშნული პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არაფერს გეკითხებიან. გასრულებინებენ, მხოლოდ შავ დავალებებს.

 

10 წლის განმავლობაში თქვენი პოლიტიკა იყო ის, რომ ჩვენ დღეს ვმდგარიყავით ამ რისკის ქვეშ, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შანსი გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევდით სახელმწიფო სტრუქტურებს, ყველაფერს აკეთებდით, რომ მივსულიყავით, სწორედ, ამ პოზიციამდე. დღევანდელი თქვენი გამოსვლით, კიდევ ერთხელ დავინახეთ ის, რომ თქვენი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული, რომელიც შიშით ელოდება თუ რა მოუვა პუტინს. კარგად იცის ის რომ, რაც მოუვა პუტინს პირდაპირ იმოქმედებს მასზე.

 

როგორც ჩანს, 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად“,- განაცხადა წითლიძემ.





მსგავსი სიახლეები
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა"
"მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა, რაც ყველაზე მძიმე და ამაზრზენია"
,, ეს იგივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს"– გიორგი გამსახურდია
,,დღეიდან იცოდეთ როცა ტალახს ესვრით სხვას,თავად გრჩებათ ხელები ტალახიანი'' - ნინო ჯღარკავა
,,თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში'' - მამუკა მდინარაძე
,,ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში'' - ირაკლი კობახიძე
"მართლა რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას ბოლო ლურსმანი დაეჭედება"– ამირან სალუქვაძე
,, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა, დღეს მისი ფულის დაყადაღებას ითხოვს'' - სანდრო ბრეგაძე
,,ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ'' - მაია ბითაძე
ვისი აზრები “ემთხვევა” ერთმანეთს და ვინ შეიძლება იყოს აქციების მთავარი დირიჟორი?
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება" - შარლ მიშელი
,,საქართველოს სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული'' - ვიოლა ფონ კრამონი
,,მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობა'' – ნიკა მელია
„G7-ის სამიტმა რუსეთს მეტი სანქციებით, უკრაინას კი მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს“ - დმიტრო კულება
,,ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს'' - ზურაბ ქადაგიძე
,,ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ?''- ლევან ნიკოლეიშვილი
„შესაძლოა, კანდიდატის სტატუსით სამუდამოდ მოსაცდელ ოთახში იყვნენ'' - ვიოლა ფონ კრამონი
„ზელენსკი ოლიგარქია? მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე ...“ - კახა კახიშვილის შეფასება
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ
,,არავინ აპირებს რევანშს, ულტიმატუმს და შურისძიებას''- პაატა მანჯგალაძე