პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი.

 

„მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება. და ყოველივე კანონზე, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს.

 ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა"
"მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა, რაც ყველაზე მძიმე და ამაზრზენია"
,, ეს იგივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს"– გიორგი გამსახურდია
,,დღეიდან იცოდეთ როცა ტალახს ესვრით სხვას,თავად გრჩებათ ხელები ტალახიანი'' - ნინო ჯღარკავა
,,თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში'' - მამუკა მდინარაძე
,,ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში'' - ირაკლი კობახიძე
"მართლა რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას ბოლო ლურსმანი დაეჭედება"– ამირან სალუქვაძე
,, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა, დღეს მისი ფულის დაყადაღებას ითხოვს'' - სანდრო ბრეგაძე
,,ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ'' - მაია ბითაძე
ვისი აზრები “ემთხვევა” ერთმანეთს და ვინ შეიძლება იყოს აქციების მთავარი დირიჟორი?
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება" - შარლ მიშელი
,,საქართველოს სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული'' - ვიოლა ფონ კრამონი
,,მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობა'' – ნიკა მელია
„G7-ის სამიტმა რუსეთს მეტი სანქციებით, უკრაინას კი მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს“ - დმიტრო კულება
,,ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს'' - ზურაბ ქადაგიძე
,,ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ?''- ლევან ნიკოლეიშვილი
„შესაძლოა, კანდიდატის სტატუსით სამუდამოდ მოსაცდელ ოთახში იყვნენ'' - ვიოლა ფონ კრამონი
„ზელენსკი ოლიგარქია? მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე ...“ - კახა კახიშვილის შეფასება
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ
,,არავინ აპირებს რევანშს, ულტიმატუმს და შურისძიებას''- პაატა მანჯგალაძე