" მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით არის სააკაშვილი"- ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, მისი ბიძა არის ოლიგარქი, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“.

“მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით - სააკაშვილი. მისი ბიძა არის ოლიგარქი, თემურ ალასანია, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მლნ-ის ქონება აქვს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი, სააკაშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და თქვენი პარტია არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. რაც შეეხება მათ მთავარ ასე ვთქვათ აღტკინებას, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია დაგვავალა. მე რომელი გვარებიც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ისინი არიან პრობლემა და მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია, ანუ თქვენ. ჩვენი ხალხის სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი პრობლემაა სააკაშვილი და მისი პარტია. რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ ტყუილს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცით, მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. ოლიგარქის განმარტება რომ იცოდეთ, რა არის ოლიგარქის განმარტება, რომ ყვირიან აქ ძალიან ბევრს.

 

მე მოვყევი, ჩამოვთვალე გვარები: ხაზარაძე, რომელიც იყო მათი პარტნიორი და ძარცვავდა ბიზნესს პირდაპირი მნიშვნელობით. მიყავდათ ბიზნესმენები ხაზარაძის ბანკში, იქ ხდებოდა გადაფორმება, სესხის მიცემა და მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ, ეს ერთი. მეორე კეზერაშვილი -  ადამიანი რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, შეჭამა მთავრობის რესურსები, ჯარი გაძარცვა პირდაპირი მნიშვნელობით და მესამე - სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა გახსოვთ ერთი ბინით და დადასტურებული ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. დღემდე ადამიანს მოქალაქეობაც კი არ აქვს. წარმოიდგინეთ, კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, წავიდა, დათმო საკუთარი პასპორტი. ეს რომელიმემ რომ გააკეთოს ჩვენი დეპუტატებიდან, ხომ გაგიჟდებით საერთოდ. რას იზამთ, წარმომიდგენია. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა მათ შევახსენო,"- განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა"
"მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა, რაც ყველაზე მძიმე და ამაზრზენია"
,, ეს იგივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს"– გიორგი გამსახურდია
,,დღეიდან იცოდეთ როცა ტალახს ესვრით სხვას,თავად გრჩებათ ხელები ტალახიანი'' - ნინო ჯღარკავა
,,თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში'' - მამუკა მდინარაძე
,,ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში'' - ირაკლი კობახიძე
"მართლა რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას ბოლო ლურსმანი დაეჭედება"– ამირან სალუქვაძე
,, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა, დღეს მისი ფულის დაყადაღებას ითხოვს'' - სანდრო ბრეგაძე
,,ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ'' - მაია ბითაძე
ვისი აზრები “ემთხვევა” ერთმანეთს და ვინ შეიძლება იყოს აქციების მთავარი დირიჟორი?
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება" - შარლ მიშელი
,,საქართველოს სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული'' - ვიოლა ფონ კრამონი
,,მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობა'' – ნიკა მელია
„G7-ის სამიტმა რუსეთს მეტი სანქციებით, უკრაინას კი მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს“ - დმიტრო კულება
,,ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს'' - ზურაბ ქადაგიძე
,,ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ?''- ლევან ნიკოლეიშვილი
„შესაძლოა, კანდიდატის სტატუსით სამუდამოდ მოსაცდელ ოთახში იყვნენ'' - ვიოლა ფონ კრამონი
„ზელენსკი ოლიგარქია? მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე ...“ - კახა კახიშვილის შეფასება
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ
,,არავინ აპირებს რევანშს, ულტიმატუმს და შურისძიებას''- პაატა მანჯგალაძე