"დავით ბაქრაძე დადიოდა და ემუდარებოდა ევროპელებს, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ"- ღარიბაშვილი

ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მავნებლობას უკავშირდება ყველაფერი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ყოფილა ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პროცესში.

 

„ძვირფასი ოპონენტებისგან ვითხოვ შეჯამების უფლებას. მინდა, ვთქვა მთავარი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა, რამდენიმე ძირითადი მიღწევა გამოვყო, რომელიც ბატონი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ესენია, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, და ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას. დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ, ათას ბრალდებას, ცილისწამებას. ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ზრდა ქვეყანაში - „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის კომენტარი
დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის რემონტისთვის 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს
კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა - ბოლო ცნობები ომის ეპიცენტრიდან
,,არსებობს გამოთქმა - „რევოლუციას ამზადებენ ფანატიკოსები, ახორციელებენ ავანტიურისტები და მისი შედეგებით ნაძირლები სარგებლობენ'' - გელა ნიკოლაიშვილი
რა შედეგით დასრულდა თსუ-ში სტუდენტების პროტესტი
ევროკავშირის ლიდერებმა, ხორვატიის ევროზონაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს
"რუსეთმა ომი უკვე წააგო" - ენტონი ბლინკენი
"ის ფუყე ლოდი, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აწერია, უსწრაფესად დაიშლება" - გია გაბრიჭიძე
"ხარკოვის ოლქში კი „სასტიკი და ცინიკური საარტილერიო იერიშები“ ხორციელდება" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
რატომ არ გაიმართება ევროვიზია 2023 უკრაინაში -ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადება
"უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით" - ზელენსკი
ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - უკრაინული მედია
"თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია" - ლატვიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს
ხარკოვში თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ - ბოლო ცნობები უკრაინდიდან
"ქვეყანაში არ იქნება ომი, არც მეორე ფრონტი, არც მესამე ფრონტი"- ირაკლი ღარიბაშვილი
"უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ის არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს"- ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე
"დავით ბაქრაძე დადიოდა და ემუდარებოდა ევროპელებს, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ"- ღარიბაშვილი
"მომავლის ფსიქიატრები შეისწავლიან: როგორ დაიწყო რუსეთმა" - მიხაილო პოდოლიაკი
1941 წლის 22 ივნისს გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა
ქალაქი ლისიჩანსკი ობომბება - ბოლო ცნობები უკრაინიდან