"არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების აშკარა ფეიკებს"- დავით არახამია

არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების აშკარა ფეიკებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„გამარჯობა საქართველო. ვწერ ამ ვიდეოს, რათა უარვყო აშკარა ფეიკები, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის სხდომაზე მან განაცხადა, თითქოს არახამია ევროპასა და ამერიკაში დადიოდა და არწმუნებდა, არ მიეღოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად. პირველი, ევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორე – ამერიკაში არახამია კონკრეტულად დაკავებული იყო იმით, რომ ასაბუთებდა კონცეფციას, რომ ბატონი ივანიშვილი პრორუსული ტიპის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ზიანს აყენებს ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა“, – განაცხადა არახამიამ.

 

მისივე თქმით, თბილისში გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

 

„ახლახან გამართულმა ხალხმრავალმა მიტინგმა, მკაფიოდ აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან, ყველას სურს, ევროპის ნაწილი გახდნენ. ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, ევროკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების აშკარა ფეიკებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს. დასანანია, რომ მთელი საქართველო, მთელი მისი კეთლისმსურველი ხალხი, რომელმაც დღეს ჩვენი დევნილები შეიფარა, ბევრი ქართველი, რომლებიც ჩვენს მხარეს იბრძვიან რუსი აგრესორების წინააღმდეგ, დღეს ერთი ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდი მომავალი გველის ევროპის შიგნით“, – აღნიშნა არახამიამ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, იყო დავით არახამია“.





მსგავსი სიახლეები
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა"
"მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა, რაც ყველაზე მძიმე და ამაზრზენია"
,, ეს იგივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს"– გიორგი გამსახურდია
,,დღეიდან იცოდეთ როცა ტალახს ესვრით სხვას,თავად გრჩებათ ხელები ტალახიანი'' - ნინო ჯღარკავა
,,თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში'' - მამუკა მდინარაძე
"ვერ ვიტან იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოს წინააღმდეგ ხდება" - მიხეილ გორბაჩოვი
,,ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში'' - ირაკლი კობახიძე
"მართლა რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას ბოლო ლურსმანი დაეჭედება"– ამირან სალუქვაძე
,, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა, დღეს მისი ფულის დაყადაღებას ითხოვს'' - სანდრო ბრეგაძე
,,ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ'' - მაია ბითაძე
ვისი აზრები “ემთხვევა” ერთმანეთს და ვინ შეიძლება იყოს აქციების მთავარი დირიჟორი?
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება" - შარლ მიშელი
,,საქართველოს სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული'' - ვიოლა ფონ კრამონი
,,მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობა'' – ნიკა მელია
„G7-ის სამიტმა რუსეთს მეტი სანქციებით, უკრაინას კი მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს“ - დმიტრო კულება
,,ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს'' - ზურაბ ქადაგიძე
,,ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ?''- ლევან ნიკოლეიშვილი
„შესაძლოა, კანდიდატის სტატუსით სამუდამოდ მოსაცდელ ოთახში იყვნენ'' - ვიოლა ფონ კრამონი
„ზელენსკი ოლიგარქია? მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე ...“ - კახა კახიშვილის შეფასება
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ