"წარმატების მისაღწევად საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად - ევროკომისიის პრეზიდენტი

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, მათ განაცხადს გააჩნია ძალა, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, საქართველომ მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.

 

 

„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა განაცხადებით გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და უფრო ძლიერი რეფორმები. გვეუბნებიან, რომ სურთ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ და ასევე საკუთარი თავის მიმართაც, გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

 

 

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ განაცხადს გააჩნია ძალა, კერძოდ, მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტირება ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად სახავს აუცილებელ რეფორმებს, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებას და იღებს სარგებელს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დაუბრუნდეს და შეაფასოს, როგორ აკმაყოფილებს ქვეყანა აუცილებელ პირობებს.

 

რამდენად შორს წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და რა წარმატებას მიაღწევენ, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათ ქმედებებსა და პროგრესზე. ეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომაა. თუმცა, თუ რა რეაგირება გვექნება ჩვენ მათ მისწრაფებასა და პროგრესზე, მხოლოდ ჩვენი არჩევანია. ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





მსგავსი სიახლეები
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა"
"მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა, რაც ყველაზე მძიმე და ამაზრზენია"
,, ეს იგივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს"– გიორგი გამსახურდია
,,დღეიდან იცოდეთ როცა ტალახს ესვრით სხვას,თავად გრჩებათ ხელები ტალახიანი'' - ნინო ჯღარკავა
,,თუ ვინმეს რამე მართლა უნდა ევროპულ გზაზე პირველ პუნქტზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში'' - მამუკა მდინარაძე
"ვერ ვიტან იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოს წინააღმდეგ ხდება" - მიხეილ გორბაჩოვი
,,ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში'' - ირაკლი კობახიძე
"მართლა რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას ბოლო ლურსმანი დაეჭედება"– ამირან სალუქვაძე
,, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა, დღეს მისი ფულის დაყადაღებას ითხოვს'' - სანდრო ბრეგაძე
,,ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ'' - მაია ბითაძე
ვისი აზრები “ემთხვევა” ერთმანეთს და ვინ შეიძლება იყოს აქციების მთავარი დირიჟორი?
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება" - შარლ მიშელი
,,საქართველოს სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული'' - ვიოლა ფონ კრამონი
,,მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობა'' – ნიკა მელია
„G7-ის სამიტმა რუსეთს მეტი სანქციებით, უკრაინას კი მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს“ - დმიტრო კულება
,,ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს'' - ზურაბ ქადაგიძე
,,ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ?''- ლევან ნიკოლეიშვილი
„შესაძლოა, კანდიდატის სტატუსით სამუდამოდ მოსაცდელ ოთახში იყვნენ'' - ვიოლა ფონ კრამონი
„ზელენსკი ოლიგარქია? მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე ...“ - კახა კახიშვილის შეფასება
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ