23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილას ოჯახის უფროს წევრებთან კამათი და უთანხმოება გელით. ბევრ ვერძს საქმიან პარტნიორთან შეხვედრა და მოლაპარაკებები ელის, სადაც შესაძლოა, მაცდური პერსპექტივები გამოჩნდეს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

 

კურო

საუკეთესო დღეა მივლინებებისა და მოლაპარაკებებისთვის. გახსოვდეთ, რომ უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს ტაქტისა და წონასწორობის გრძნობა არ უნდა დაკარგოთ.

 

ტყუპები

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. ამ დღეს ბევრი საქმის დასრულება მოგიწევთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რამე სარგებელს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა საინტერესო ურთიერთობაში გადაიზრდება.

 

კირჩხიბი

გირჩევთ დაისვენოთ, რადგან თქვენს აქტიურობას შედეგი მაინც არ მოჰყვება. ინტუიცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. სასურველია, რომ მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება რამდენიმე დღით შეზღუდოთ.

 

ლომი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ახლა მთავარია შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა შეძლოთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან ძლიერი და საიმედო იყოს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

 

ქალწული

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ვარჯიში დაიწყოთ. ანალიზისა და ინტუიციის დახმარებით ჩახლართული სიტუაციის გააზრების მცდელობა უშედეგო იქნება.

 

სასწორი

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის. უმჯობესია სასიყვარულო პაემანი გადადოთ - ამ დღეს ურთიერთგაგების დეფიციტია. დღის განმავლობაში მოერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალური სამუშაოს, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

 

მორიელი

შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებისგან თხოვნაზე უარი მიიღოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. მოერიდეთ სხვა ადამიანებზე უფროსობის სურვილს და ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მარტო დარჩეთ.

 

მშვილდოსანი

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა. დაძაბული ოჯახური სიტუაცია გაიძულებთ საღამო სახლის გარეთ, მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. თუ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

 

თხის რქა

ამ დღეს სამსახურში და სახლში მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებას უნდა მოერიდოთ. წარმატებას და ახალ იდეებს მხოლოდ ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა მოგიტანთ.

 

მერწყული

ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავალი გელით. შესანიშნავი დროა სახლში რემონტის დაწყებისა და ავეჯის შესაძენად. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.

 

თევზები

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, წარსულში თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს და უარი თქვით მავნე ჩვევებზე - ვარჯიშისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დროა.





მსგავსი სიახლეები
27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას უნდა ველოდოთ მომდევნო ერთი თვე - „სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ნიშანს იცვლის“
პლანეტების დიდი აღლუმი 24 ივნისს - რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს
24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
...ამ მომენტისათვის კარგი იქნება, თუ არ გეძინებათ...სურვილი ჩაიფიქრეთ“ - ასტროლოგი გვირჩევს
„...ამ დღეებში გამოიჩინეთ სიფრთხილე!“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
„სამშაბათი ფრთხილად გავიაროთ“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი