როგორ მოვიქცეთ, როცა ორგანიზმს კოლაგენი აკლია?

კოლაგენი – უმნიშვნელოვანესი ბოჭკოვანი სტრუქტურის ცილაა. იგი ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის (ძვალი, ხრტილი, დერმა, მყესები და სხვ.) ძირითადი შემადგენელი ნაწილია და უზრუნველყოფს მის სიმყარესა და ელასტიკურობას.

 

კოლაგენი მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისა და ელასტიკურობისათვის, ასევე თმების, ფრჩხილებისა და ძვლებისათვის. კოლაგენი აუცილებელია სახსრებისა და ხერხემლისათვის. ის ამაგრებს ძვლებს, ამცირებს მოტეხილობების რისკს. ამსუბუქებს სახსრების მიდამოში ანთებით პროცესს და ტკივილს. კოლაგენი უფრო მოძრავს ხდის ძვლებსა და სახსრებს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამყარებას.

 

 

კოლაგენი ატენიანებს კანს, უზრუნველყოფს მის სიმკვრივესა და ელასტიკურობას, ასწორებს კანის მიკრორელიეფს და სახეს აძლევს თანაბარ ტონს; აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. კოლაგენის ცილაში შემავალი კომპონენტები აჩქარებენ შეხორცების პროცესს. როცა ორგანიზმს აკლია კოლაგენი კანი დუნდება, სახეზე ჩნდება ნაოჭები, რომლებიც, მაგალითად ძილის შემდეგ დიდხანს რჩება. თუ კანს მოვკეცავთ და გავუშვებთ, სწრაფად ვერ  სწორდება. წარმოიქმნება წვრილი ნაოჭები კისრის მოტრიალებისას, ნიკაპქვეშ.

 

კოლაგენი ასევ ხელს უწყობს ცხიმების წვას და წონის დაქვეითებას. ორგანიზმი კოლაგენის ბოჭკოებს უკეთ ითვისებს, ვიდრე სხვა ცილის ბოჭკოებს. გარდა ამისა, იგი სწრაფად კლავს შიმშილის გრძნობას. 

 

კოლაგენის ოპტიმალური რაოდენობა – აძლიერებს კანის ტონუსს, ამცირებს თმის ცვენას, აუმჯობესებს ძილს, დადებითად მოქმედებს ძვლოვან სისტემაზე ოსტეოპოროზისა და ძვლების სხვა პათოლოგიების დროს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, აღადგენს ჰორმონულ ბალანსს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციებს ოსტეოართრიტის დროს, აძლიერებს არტერიების სტრუქტურას, ამცირებს ათეროსკლეროზის, ინსულტისა და გულის შეტევის რისკს.

 

ორგანიზმის მიერ კოლაგენის გამომუშავება კლებულობს 25 წლის შემდეგ, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ მის დამატებით მიღებას. კოლაგენით მდიდარი პროდუქტებია:

 

ქათამი, ინდაური;

თევზი  – ორაგული, კალმახი;

კვერცხი;

პომიდორი;

ავოკადო;

კენკრა;

კაკალი, ნუში, გოგრის თესლი;

კომბოსტო, ისპანახი;

ჟელატინი;

ნიორი;

ციტრუსები;

ბროკოლი;

წითელი წიწაკა;

 

როგორ გავზარდოთ ორგანიზმის მიერ კოლაგენის გამომუშავება?

 

ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება მიმდინარეობს სხვადასხვა ვიტამინების, ამინომჟავებისა და მოკროელემენტების  მონაწილეობით. ესენია:

 

ვიტამინი С (ციტრუსები, ასკილი, მოცვი, ქაცვი და სხვ.);

ვიტამინი D (თევზის ქონი, ორაგული, ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი, კვერცხი);

ვიტამინი E (მცენარეული ზეთი, ხორბალი, სოიო, ბროკოლი, ბრიუსელური კომბოსტო, ისპანახი, პომიდორი, შოკოლადი);

ვიტამინი К (მწვანე ბოსტნეული, კომბოსტო, ზეთისხილი, რძე, ავოკადო, კივი);

ვიტამინი РР (წიწიბურა, ლობიო, ხორცი, ჭარხალი, მანგო, სოკო, შავი პური, ისპანახი, კარტოფილი, ალუბალი, ციტრუსები.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (თევზი, კაკალი, სელის თესლი, თევზის ქონი);

რკინა (ღვიძლი, კვერცხის ცილა, გოგრის თესლი);

თუთია (მზესუმზირის თესლი, გოგრის თესლი, შავი შოკოლადი)

 

სპილენძი (ზღვის პროდუქტები, კარტოფილი, წიწიბურა) წყარო: https://ru.siberianhealth.com/ru/blogs/pitanie/kak-uvelichit-vyrabotku-kollagena/

 

ზოგჯერ ორგანიზმი საკვებთან ერთად ყოველთვის ვერ იღებს მისთვის საჭირო აუცილებელ ნივთიერებებს. ასეთ დროს დეფიციტის შევსება შესაძლებელია სპეციალური დანამატებით.

 

მაგალითად, ვიტამინური კომპლექსები თმების, კანისა და ფრჩხილებისათვის, რომლებიც შეიცავენ ომეგა-3, ასევე კომპლექსები კოლაგენის შემცველობით.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
27 ივნისი ისტორიაში
რეგიონები სტიქიას ებრძვიან - როდის გამოიდარებს საქართველოში
"გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაადგილებას აპირებთ, არ გაბედოთ!"- გაფრთხილება მძღოლებს
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს
უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
პლეხანოვზე გაზრდილი რუსი დიპლომატი და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი facebook ზე წერს
26 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმიანი ამინდები
ბურთს მე ვაჩუქებ და ხელი ვინმე თბილისში დაბადებულმა მოაწეროს“ - სამტრედიელი მერის პასუხი „კარენოი“ თბილისელს
ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს
,,არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე?
ლიტურგიის დროს რუსეთის პატრიარქს ფეხი აუცურდა და დაეცა
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
ახალი წიგნი ახალი ხედვით - კავკასიის ხალხების თანამედროვე ისტორია
"დიახ, ეს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორიაა და მე ევროპელი ვარ" - გოდერძი შარაშია
სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს