"ხალხით სავსე ქუჩები ოლიგარქების წინააღმდეგ" - Der Spiegel

გერმანული გამოცემის „შპიგელის“ (Der Spiegel) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეპორტაჟი საქართველოში, თბილისში ჩატარებული მრავალრიცხოვანი მიტინგის შესახებ, რითაც მოსახლეობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა იქნა გამოხატული. პუბლიკაციის სათაურია „ხალხით სავსე ქუჩები ოლიგარქების წინააღმდეგ“.

 

„ათიათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ბევრ ქართველს განუმტკიცდა რწმენა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. იმავდროულად  მოსახლეობა პროტესტს აცხადებს აგრეთვე იმის გამოც, რომ ევროკომისიამ უკრაინას და მოლდოვას დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დღესვე, საქართველოს კი - საკმაოდ შორეულ პერსპექტივაში“, - ნათქვამია მასალაში.

 

რეპორტაჟში საუბრობენ მიტინგის მონაწილეები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს და იქვე ამბობენ, რომ ქვეყანამ რუსეთის მიმართ რაც შეიძლება მეტი დისტანცია უნდა დაიკავოს.

 

„ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებია დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების განხორციელება, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ქვეყანამ დღემდე ვერ შეძლო ავტორიტარული მმართველობის ტრადიციების უკუგდება, კვლავ არის კორუფცია და ნათლიმამობა... ბევრი ქართველი პრობლემას ხედავს აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სახითაც“, - ნათქვამია სტატიაში.

 

როგორც ქართველი პოლიტოლოგი სერგი კაპანაძე ამბობს, „ქვეყანას ისევ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ალბათ, სწორედ ამიტომ ევროკომისია თავის დადგენილებაში მოიხსენიებს ტერმინს „ეთნოოლიგარქიზაცია“. ამ ადამიანის მოქმედება ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება - იგი ხელისუფლების შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს, სურს დაიქვემდებაროს მასმედია, გამოდის ოპოზიციის წინააღმდეგ და იჭერს მათ... ეს ყველაფერი არაევროპული მოქმედებაა“.

 

„საქართველოს რუსეთთან კონფლიქტური ისტორია აკავშირებს. 2008 წლის კავკასიური ომის დროს რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ და მისი სეპარატისტული და იმავდროულად პრორუსული ტერიტორიების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება განახორციელეს. ხუთდღიანი ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. 

 

ამას წინათ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტულმა მთავრობამ რუსეთთან იურიდიული გაერთიანება განიზრახა (რეფერენდუმის გზით) და შესაბამისი „დადგენილებაც“ მიიღო, მაგრამ მისი განზრახვა დაგმო როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე დასავლეთის ქვეყნებმაც. რეფერენდუმის ჩატარების განზრახვა გაუქმებულად ჩაითვალა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
რა სიგნალს უგზავნის მოსკოვი კიევს - რას წერს გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“
ვისი იმედი უნდა ჰქონდეს თბილისს მოსკოვთან სავარაუდო კონფლიქტის დროს?
„გარდამტეხი პერიოდი უკრაინის ომში: ანალიტიკოსები სამხედრო მოქმედებების განვითარების პროგნოზებს აკეთებენ“
გახდება თუ არა კავკასიური სახელმწიფო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი? - რას წერენ უცხოური გამოცემები
"კრიზისი უკვე იწყება - გრძელვადიანი გეგმები უკრაინელი ლტოლვილებისათვის"
"ხალხით სავსე ქუჩები ოლიგარქების წინააღმდეგ" - Der Spiegel
"ევროპას ისიც აღიზიანებს, რომ საქართველო არ ისწრაფვის უკრაინის დასახმარებლად ისე, როგორც ეს ევროკავშირს სურს"
ფინეთი და შვედეთი თურქეთთან შეთანხმებას ვერ ასწრებენ - რას წერს გაზეთი „კომერსანტი“
"ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ..."- კახა გოგოლაშვილი
„რუსულ ნავთობ-გაზზე ფასის ზრდა არჩევნების დროს ევროპელი ლიდერებისთვის მკაცრ გამოცდას წარმოადგენს“ - უოლ სთრით ჯორნალი
„ქართული გაზაფხული ბორჯომში“ - რას წერს უცხოური პრესა
"რუსულ ნავთობ-გაზზე ფასის ზრდა არჩევნების დროს ევროპელი ლიდერებისთვის მკაცრ გამოცდას წარმოადგენს“
"არ არის გამორიცხული, რომ სტუმრების კიევში ჩასვლა მასპინძლისათვის კოშმარის დასაწყისი გახდეს"
"ევროკავშირის ლურჯი დროშის ფრიალი ვლადიმერ პუტინზე წითელი ნაჭერივით მოქმედებს“
"ევროკავშირის სავარაუდო ნეგატიური გადაწყვეტილების ფონზე, რუსეთს საქართველოს საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა ეძლევა"
კიევში ევროკავშირის ახალი ღერძის - „სამთა კავშირის“ დემონსტრირება მოხდა - უცხოური პრესა
"წამით არავის, არავის ოპოზიციური სპექტრიდან არ უჩნდება ამაზე პროტესტი ან უხერხულობა..." - ლევან ნიკოლეიშვილი
"ჰორონი" მხოლოდ ცეკვა არ არის, ის ცხოვრების წესია, ხშირად ყოველდღიურობის ნაწილიც კი"
"ანტირუსული სანქციები მეტწილად უშედეგო აღმოჩნდა" - Forbes
რომელი ქვეყნები აქვს პუტინს მხედველობაში, როცა „დიდ რუსეთზე“ ლაპარაკობს? - რას წერს უცხოური პრესა